Magdalena Posted December 5, 2020 Posted December 5, 2020 Microsoft-ი შეავსებს Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალს და აწესებს დროებით აქციას გამოწერაზე - 1 აშშ დოლარი სამი თვის განმავლობაში. კომპანია Microsoft-მა, რომელმაც ახალი კონსოლი Xbox Series X შექმნა, განაცხადა, რომ შეივსება Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი გახდება დროებითი ფასდაკლება მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ გამოუყენებია სერვისი. Game Pass Ultra-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 აშშ დოლარად, ამასთან 15 დეკემბრიდან გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Electronic Arts-ის ყველა თამაში. დეკემბრის შევსებით გამოწერის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი თამაშები: Control Slime Rancher Rage 2 Haven, Va-11 Hall-A: Cyberpunk Bartender Action DOOM Eternal კიდევ ათზე მეტი თამაში შეავსებს ბიბლიოთეკას დეკემბრის მომდევნო დღეებში, მაგალითად, 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება Starbound. სამწუხაროდ, Game Pass-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომ თამაშებში ვერ მოხვდა: MudRunner Infinifactory Pathologic 2 Ticket to Ride The Turing Test eFootball PES 2020 Untitled Goose Game Metro: Last Light Redux Age of Wonders: Planetfall შეგახსენებთ, რომ Game Pass ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კონსოლების მფლობელებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერის მქონე გეიმერებისთვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ სერვისის გამოწერა. https://bit.ly/3lNvsQ9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.