Jump to content

Recommended Posts

Posted

Qualcomm-მა ტექნოლოგიურ სამიტზე დააანონსა ფლაგმანურ მობილური პროცესორი Snapdragon 888. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი ჩიპი ახალი არქიტექტურით. ძირითადი ბირთვი Kryo 680 მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე და დაფუძნებულია ARM Cortex-X1 ბირთვზე, მოცემულია კიდევ სამი დიდი ბირთვი Cortex-A78 2,4 გჰც სიხშირით. დანარჩენი ოთხი მცირე Cortex-A55 ბირთვების სიხშირე აღწევს 1.8 გჰც-ს. ცენტრალური პროცესორის სიჩქარე და ეფექტურობა 25%-ით გაიზრდება. 

ჩიპში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Adreno 660. მისი დამუშავების სიჩქარე 35%-ით არის გაზრდილი, ეფექტურობა კი - 20%-ით. სიხშირეები არ ხმაურდება, სამაგიეროდ საუბარია გამოსახულების ხარისხის ამაღლებაზე, მათ შორის OLED-დისპლეების თანაბარზომიერებასა და საბპიქსელებიან რენდერინგზე. 

image.jpeg 

გამოყენებულია მეექვსე თაობის Qualcomm AI Engine ახალ პროცესორ Hexagon 780-ის ჩათვლით. მისი ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა თექვსმეტჯერ გაიზარდა, ენერგომოხმარების ერთეულზე წარმადობა - სამჯერ. AI Engine-ის სამუშაო სიჩქარე 26 TOPS-ს შეადგენს, აგრეთვე გამოყენებულია მეორე თაობის Sensing Hub - ხელოვნური ინტელექტის საკუთარი პროცესორით. 

მომდევნო კომპონენტია გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 580 HDR-სენსორების მხარდაჭერით. პროცესორს შეუძლია დაამუშაოს წამში 2.7 გიგაპიქსელი, რაც 35%-ით მეტია წინა მოდელთან შედარებით. მხარდაჭერილია ერთდროულად სამი 28-მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღება. შესაძებელი იქნება 10-ბიტიანი ფოტოების გადაღება HEIF-ფორმატში მილიარდიანი ფერთა გამით. 

რ უნდა დაგვავიწყდეს მოდემი Snapdragon X60 5G შემავალი 7.5 გბ/წმ და გამომავალი 3 გბ/წმ მაჩვენებლით. მხარდაჭერილია sub6 სიხშირეების არხები და მესამე თაობის mmWave. რაც მთავარია, მოდემი ინტეგრირებულია ჩიპის სისტემაში და საჭირო აღარ არის სმარტფონში ცალკე ჩიპი. შედეგად მოწყობილობა ხდება უფრო იაფი და მეტად ენერგოეფექტური. ბევრმა კომპანიამ უკვე დააანონსა სმარტფონები ხსენებული პროცესორით, მათ შესახებ სიახლეებს სამომავლოდ გავეცნობით. 

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.