X-treme user Posted March 24, 2011 Posted March 24, 2011 მათთვის, ვისაც სურთ სუპერ-კომპაქტური სისტემის აწყობა Sandy Bridge-ზე, ალბათ დააინტერესებთ იმის გაგება, რომ Gigabyte Technology-მ დაანონსა თავისი პირველი mini-ITX სისტემური პლატა Intel H67 ჩიპსეტზე, სახელწოდებით GA-H67N-USB3-B. Gigabyte-ის LGA1155-ზე დაფუძნებული პროდუქტი გაფორმებულია სასიამოვნო ლურჯ ფერში, გააჩნია Ultra Durable 3 დიზაინი, Intersil PWM კონტროლერი, Dynamic Energy Saver 2 ტექნოლოგია. გარდა ამისა, On/Off Charge ფუნქცია,რომელიც იძლევა მობილური მოწყობილობების დატენვის საშუალებას USB პორტის საშუალებით მაშინაც კი, როდესაც კომპიუტერი გამორთულია. GA-H67N-USB3-B3 აქვს ორი DDR3-1333 მეხსიერების სლოტები, ორ-ორი SATA 6.0 Gbps და SATA 3.0 Gbps გასასვლელები, ერთი PCI-Express x16, Gigabit Ethernet, ორი USB 3.0 კონექტორი, ერთი eSATA, 7.1 არხიანი აუდიო, ერთი D-Sub და ორი HDMI და ასევე DualBIOS (Hybrid EFI on-board). მწარმოებლის თქმით, დაფის ღირებულება იქნება 104 ევრო, მაგრამ მაღაზიებში უკვე შესაძლებელია მისი პრე-ორდერი - 90.67€-დ. TC Magazine 7 Quote
Karlo Posted March 24, 2011 Posted March 24, 2011 საოფისე მაზერია, 1333_ზე მეტი არ ჭირდება... მაგაზე i3 პროციკას ჩასვავენ და ეგაა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.