Magdalena Posted November 26, 2020 Posted November 26, 2020 მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ Samsung-მა გადაწყვიტა Galaxy Z Flip-ის გამოშვება მომდევნო წლის ზაფხულამდე გადაეწია. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ სმარტფონი გამოვიდოდა ფლაგმანურ სერია Galaxy S21-თან ერთად. გამომცემლობა The Elec-მა განაცხადა, რომ გადავადება განპირობებულია სიფრთხილით, რომ დასაკეცი მოწყობილობა შეამცირებს მოთხოვნას S-სერიაზე. როგორც ცნობილია, მხოლოდ Galaxy S21-ის გამოშვების შემდეგ მიაქცევს კომპანია ყურადღებას დასაკეცი სმარტფონების პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გამოცემა DSCC-ის ანალიტიკოსები ელიან, რომ Galaxy Z Flip ყველაზე პოპულარული დასაკეცი სმარტფონი გახდება ამ წლის ბოლოს. Galaxy Z Flip 2 არ არის ერთადერთი დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც Samsung წარადგენს მომავალ წელს. ცნობილია, რომ ტელეფონი იქნება ერთ-ერთი - ხუთი მსგავსი მოწყობილობიდან, რომელსაც კომპანია ამზადებს. გავრცელებული ხმების თანახმად, Samsung Galaxy Z Flip 2-ს ექნება 1.1 დუიმით გაზრდილი ეკრანი. აქტუალური Z Flip-ის დიაგონალი 6.7 დუიმს შეადგენს, ე.ი. ახალი სმარტფონის ზომა 7.8 დუიმი იქნება. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება Qualcomm Snapdragon 875 ჩიპსეტზე, ექნება 5G-სა და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. https://bit.ly/3748tLb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.