Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Bitcoin-ბირჟა OKEx თანხების შეუზღუდავი გატანის პროცესს განაახლებს 2020 წლის 27 ნოემბერს - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

აქტივების გატანა მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდა 16 ოქტომბერს. OKEx-მა ეს განმარტა ერთ-ერთი კერძო გასაღების მფლობელთან კომუნიკაციის დაკარგვით, რომელიც თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. 

გავრცელდა ცნობები, რომ საუბარი ეხება სტარ სიუეს, ბირჟის დამფუძნებელს, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. 

ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ განაცხადა, რომ სტარ სიუი პატიმრობიდან გამოვიდა, მაგრამ უცნობია რა პირობებით. მან განაცხადა, რომ OKEx-მა უკვე აადგინა მასთან კავშირი. 

მოგვიანებით ვუმ OKEx-ის აღმასრულებელი დირექტორის გზავნილზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბირჟის სამუშაო გუნდი თანხის გატანის აღდგენის შესახებ განცხადების გაკეთებისთვის  ემზადება. 

განცხადებაში OKEx-მა აღნიშნა, რომ გასაღებების მფლობელმა ”დაასრულა ხელისუფლების დახმარება აღნიშნულ გამოძიებაში” და დაუბრუნდა მოვალეობას. 

”ამ გამოძიების პროცესში დადასტურდა, რომ OKEx არ მონაწილეობდა რაიმე დანაშაულში ან უკანონო ქმედებაში”, - განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა. 

შეგახსენებთ, კომპანია OKG-მ, რომლის მთავარი აქციონერია სტარ სიუი, ადრე დააანონსა 27 ნოემბერს დირექტორთა საბჭოს სხდომის ჩატარება. 

https://bit.ly/3nDAPTa 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.