Magdalena Posted November 21, 2020 Posted November 21, 2020 ინტერნეტში გამოჩნდა დესკტოპ კომპიუტერ MateStation B515-ის ფოტოები და მონაცემები მახასიათებლების შესახებ, მას მალე გამოუშვებს ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei, რომელიც ამერიკული სანქციების გამო რთულ მდგომარეობაშია. დესკტოპს საფუძვლად უდევს დედა დაფა ARM-პროცესორით - Kunpeng 920 (D920S10), რომელიც ქვეგანყოფილება HiSilicon-ის მიერაა შექმნილი. ჩიპი დამზადდა TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით მიმდინარე წლის სექტემბრის შუა პერიოდამდე. დამკვეთებისთვის შემოთავაზებული იქნება მოდიფიკაციები ოთხი და რვა ბირთვით, რომელთა სამუშაო სიხშირეა 2.6 გჰც-მდე. მოწყობილობაში ხელმისაწვდომი იქნება 64 გბ-მდე მოცულობის DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერება 4 × 16 კონფიგურაციაში. მოცემულია ექვსი SATA 3.0 პორტი და ორი М.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის. გაფართოების სლოტებიდან ხელმისაწვდომია PCIe 3.0 x16, PCIe 3.0 x4 და PCIe 3.0 x1. მოცემულია ოთხ-ოთხი პორტი USB 3.0 და USB 2.0, აგრეთვე ორი ქსელური პორტი Gigabit Ethernet. კომპიუტერის კორპუსის მოცულობა დაახლოებით 8 ლიტრია. კომპლექტაციაში შედის Full HD ფორმატის 23.8-დუიმიანი მონიტორი (1920 × 1080 პიქსელი), რომელიც ფლობს 72%-იან NTSC ფერთა გამას და კონტრასტულობის 1000:1 მაჩვენებელს. https://bit.ly/3pMROV5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.