Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით, ჩინელ მაინერებს სერიოზული პრობლემები აქვთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. მიზეზი გახლავთ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კრიპტოვალუტის გაცვლის შესახებ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. 

ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო კამპანია კრიპტო ტრეიდერებისთვის საბანკო მომსახურების შეჩერების, მათი ანგარიშების, საბანკო ბარათების დაბლოკვისა და ონლაინ ბანკინგის ხელმისაწვდომობის დახურვის შესახებ. 

ვუს თქმით, ტრეიდერებმა შეწყვიტეს თანხების ამოღება იუანით. ამასთან, არსებობს ციფრული აქტივების ტრეიდერთა კატეგორია, რომელთაც ძალიან სჭირდებათ ეროვნული ვალუტა - მაინერები. მათ ელექტროენერგის გადასახდელად სჭირდებათ ფიატური ფული, რაც ხარჯების დიდ ნაწილს შეადგენს. 

ადგილობრივი ინდუსტრიული საზოგადოების გამოკითხვამ აჩვენა, რომ აინერების 74% გადახდის სირთულეებს განიცდი. ზოგი იძულებული გახდა გაეჩერებინა ტექნიკა, რადგან ვერ მიიღეს იუანი კრიპტოვალუტისგან. 

ბევრმა ბირჟისგარე ტრეიდერმა, რომლებიც სპეციალიზებულნი იყვნენ მაინერების მომსახურებაზე, ასევე შეწყვიტეს საქმიანობა. 

კოლინ ვუ მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა დააჩქარებს მაინერების გადინებას ქვეყნიდან შეერთებულ შტატების, ყაზახეთსა და სხვა, მეგობრული რეგულაციების მქონე იურისდიქციების მიმართულებით. 

შეგახსენებთ, Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჩინეთში მაინერების წილი Bitcoin-ის ჰეშრეითში მცირდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ყაზახეთში სიმძლავრის ზრდის ხარჯზე.  

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.