Magdalena Posted November 20, 2020 Posted November 20, 2020 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, კომპანია Samsung-მა დაიწყო ახალ, მაღალი გამძლეობის სმარტფონზე მუშაობა. რესურს GalaxyClub-ის მონაცემებით, საუბარი ეხება Xcover-სერიის პირველ მოწყობილობას, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერა ექნება. ახალი მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G501B. სამწუხაროდ, ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გახმაურებულა. მაგრამ ცნობილია, რომ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 11-ით. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სმარტფონი კომერციულ ბაზარზე Galaxy Xcover 5-ის სახელით შემოვა. ცხადია, წინა თაობის მოდელის მსგავსად, ახალ სმარტფონს ექნება დაცვა ტენიანობისგან, მტვრისა და გარე ზემოქმედებისგან IP68 და MIL-STD 810G სტანდარტების შესაბამისად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანთან ურთიერთობა ხელთათმანებით. Galaxy Xcover 5-ის ოფიციალური ანონსი მომავალი წლისთვის არის მოსალოდნელი. შესაძლოა, ზოგიერთ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეთავაზება მოხდეს მხოლოდ მეოთხე თაობის 4G / LTE ფიჭური კომუნიკაციების მხარდაჭერით. აქვე აღვნიშნავთ, რომ Samsung-ი ამჟამად არის მსოფლიოში სმარტფონების უდიდესი მომწოდებელი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამხრეთკორეული გიგანტის წილმა IDC-ის შეფასებით 22.7% შეადგინა. https://bit.ly/35H7NMa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.