Magdalena Posted November 14, 2020 Posted November 14, 2020 ყოველკვარტალური მოხსენების კონფერენციაზე Samsung Electronics-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია იწყებს ფლაგმანური 5-ნანომეტრიანი კომპონენტების მიწოდებას, ხოლო მომავალ წელს ელოდება ახალი მსხვილი დამკვეთების მოზიდვას საკონტრაქტო ბიზნესში. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს Apple თავისი ახალი M1 პროცესორით. ამის შესახებ გვატყობინებს რესურსი Business Korea კომპანია NH Investment & Securities-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, ტაივანური კომპანია TSMC, რომელიც ახლა Apple M1 ჩიპებს აწარმოებს, უბრალოდ ვერ უმკლავდება მოცულობებს. ამ დროისთვის, M1-ის შეკვეთა წარმოადგენს TSMC-ის მთლიანი 5-ნანომეტრიანი წარმოების კვოტის მეოთხედს, კომპანიამ ასევე უნდა გამოუშვას 5-ნანომეტრიანი პროცესორები iPhone 12-ისთვის და მოემსახუროს სხვა დამკვეთებსაც. ექსპერტების აზრით, 5-ნანომეტრიანი M1 პროცესორების ძირითადი მოცულობის წარმოება შესაძლოა Samsung Electronics-ის ხელში გადავიდეს. Samsung-ს აქვს Apple-ის პროცესორების წარმოების გამოცდილება - 2015 წლამდე იგი ამ პროცესით წარმატებით იყო დაკავებული, შემდეგ კი უპირატესობა გადავიდა მეორე ტექნოლოგიური გიგანტის, TSMC-ის მხარეს, რომელმაც Apple-ს შესთავაზა ჩიპების შეფუთვის უფრო პროგრესული მეთოდები. აქვე გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც - Samsung-ი კვლავ Apple-ის მთავარი კონკურენტია სმარტფონების ბაზარზე, ამიტომაც მისთვის მთავარი კომპონენტის წარმოების მინდობა მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაშია მოსალოდნელი. https://bit.ly/2UnfAbz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.