Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ჩინეთის ბანკი - China Construction Bank (CCB) ჰონგკონგურ კრიპტობირჟა Fusang-თან თანამშრომლობის ფარგლებში ბლოკჩეინზე გამოუშვებს 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს. 

13 ნოემბრიდან სერტიფიკატები Bitcoin-ზე გაცვლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბირჟა Fusang-ის მეშვეობით, რომელიც მალაიზიაშია ლიცენზირებული. 

China Construction Bank-ის ადგილობრივი ფილიალი ობლიგაციებს გასცემს სამი თვის ვადით. მათი ღირებულება 100 აშშ დოლარიდან იწყება. 

ობლიგაციები გაიცემა სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით. მათი დამოწმებული თანხა ჩვეულებრივ იზომება ათიათასობით იუანად. თუმცა, ტოკენიზაცია საცალო ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მცირე წილი ამ ინსტრუმენტიდან. 

CCB-ის წარმომადგენლების განცხადებით, ბლოკჩეინზე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს "fintech-ის უფრო ფართო ფინანსურ ბაზრებთან დაახლოებას". 

წარმატების შემთხვევაში Fusang განიხილავს სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობით ფასიანი ქაღალდების გამოშვებას სხვა ვალუტებში, იუანის ჩათვლით. 

SPGlobal-ის მონაცემების თანახმად, China Construction Bank მსოფლიოში მეორე უდიდესი ბანკია. 2020 წლის აპრილის მდგომარეობით მისი მართვის ქვეშ იმყოფებოდა 3.6 ტრილიონი აშ დოლარის ღირებულების აქტივები. 

შეგახსენებთ, სექტემბერში სინგაპურის საფონდო ბირჟამ გამოუშვა 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები ბლოკჩეინზე ხუთწელიწადნახევრის ვადით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.