Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანია Grayscale Investments-ის Bitcoin-ტრასტები რესურსების ნაკადით აღემატება ოქროს ბაზაზე არსებულ ბირჟის ფონდებს (ETF) ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის წყალობით. ამას მოწმობს ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიში. 

ადრე ჩვენ აღვნიშნეთ Bitcoin-ის მნიშვნელოვანი პოტენციალი გრძელვადიანი ზრდისთვის, თუკი იგი ინტენსიურად გაუწევდა კონკურენციას ოქროს „ალტერნატიული“ ვალუტის სახით. პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ათჯერ უნდა გაიზარდოს, რათა შეესაბმებოდეს კერძო სექტორის ინვესტიციებს ოქროში ETF-ის საშუალებით, ”- აცხადებს JPMorgan. 

image.png 

GBTC-ის და ოქროს ETF-ის ზრდის დინამიკა. წყარო: JPMorgan. 

ანალიტიკოსი ვილი ვუ ეთანხმება ექსპერტების დასკვნებს Bitcoin-ის პოზიტიური დინამიკის ბუნების შესახებ. 

„ვინ დგას ამ აღმასვლის უკან? ეს არის ჭკვიანი ფული... ხალხი კეთილდღეობის მაღალი დონით. ინვესტორებს შორის გარიგების საშუალო ფასი ზედა მიმართულებით დიდ ნახტომს განაპირობებს. ბირჟისგარე ტრეიდერებიც არიან ამ ტენდენციის კურსში. პირელი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ თავისი ხარული აღმასვლის დახურულ ფაზაში იმყოფება“ - აღნიშნა მან. 

ვილი ვუ გვავაზობს კიდევ ერთი გრაფიკის განხილვას, რომელიც ხარულ სიგნალს იძლევა. მასზე ჩანს ნარინჯისფერი ხაზის აღმასვლა, რომელიც ახალი ინვესტორების ნაკადის შემოსვლის სიჩქარეს აღნიშნავს. ბოლოს ამგვარი ტემპები 2017 წლის ბოლოს შეინიშნებოდა. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ მოგების ფიქსაციას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზრდის შემდეგ. 

„ჩვენი მეთოდოლოგიის თანახმად, ტრენდულმა სპეკულანტებმა გაალიერეს ბოლო აღმასვლა და Bitcoin-ი ჭარბი ყიდვის ზონაში გაუშვეს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაკადის შესუსტება ახლო პერიოდში. ექსტრემალური მაჩვენებლის სფეროში გადასვლისთვის, რომელიც ამ სიგნალს გააძლიერებს, პირველი კრიპტოვალუტის კურსი კიდევ 5-6%-ით უნდა გაიზარდოს“ - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. 

ადრე JPMorgan-ის ერთ-ერთმა სტრატეგმა განაცხადა, რომ ინვესტორები იმყოფებიან ალტერნატიული ატივების ძებაში და ფიატური ფულის დიდ მოცულობას დებენ ოქროსა და Bitcoin-ში. ამისკენ მათ უბიძგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა. 

მარტშ ანალიტიკოსებმა აღიარეს, რომ Bitcoin-ის მარტისეული ვარდნა მათთვის იყო პირველი სერიოზული სტრეს-ტესტი, რასაც კრიპტოვალუტა მეტად წარმატებით გაუმკლავდა. 

Cointelegraph-ის უახლესი გამოკიხვის თანახმად ინსტიტუციონალების 61%-მა უკვე მოახდინა კრიპტოვალუტაში ინვესტირება ან აპირებს ამის გაკეთებას. 

image.png

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.