Magdalena Posted November 9, 2020 Posted November 9, 2020 2017 წელს გავრცელდა ხმები Tesla-სა და AMD-ის თანამშრომლობის შესახებ. იმ დროს Tesla-სთვის განკუთვნილი პროცესორების წარმოებით დაკავებული იყო Jim Keller, რომელიც მაშინ AMD-დან წავიდა, თუმცა Intel-ში ჯერ გადასული არ იყო. მოგვიანებით Tesla-მ წარადგინა საკუთარი წარმოების ნეირონული პროცესორი, რომელიც ამჟამად NVIDIA-ს კომპონენტების ნაცვლად გამოიყენება. რადგანაც Tesla-ს კომპონენტების შექმნის ისტორია მოიცავს Intel-საც და NVIDIA-საც, კომპანიას მხოლოდ AMD-ღა აკლდა და, როგორც ამჟამად გერმანელი დეველოპერები აცხადებენ, AMD Navi 23 გრაფიკულმა პროცესორებმა შესაძლოა გამოყენება ჰპოვონ Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემებში. დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ცხადია, რომ ავტოპილოტირების რეალიზაციისთვის ამგვარი ჩიპები Tesla-ს არ სჭირდება. სამაგიეროდ ისინი გამოდგება ინტერფეისის ელემენტების ვიზუალიზაციისთვის ბორტის მულტიმედია სისტემებში. არ არის გამორიცხული, რომ Tesla-სა და NVIDIA-ს ურთიერთობები გარკვეულწილად განელდა. ასევე შესაძლოა, რომ TSMC-ს არ შეუძლია გამოუშვას NVIDIA-ს საკმარისი ჩიპები და ასეთ შემთხვევაში AMD და Tesla წარმოადგენდნენ ალტერნატივას. https://bit.ly/2IjffUp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.