Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ დროისთვის NVIDIA RTX სერიის ყველაზე ბიუჯეტური წარმომადგენელია GeForce RTX 2060 მოდელი, რომლის ფასი 300 აშშ დოლარს ქვემოთ არ ჩამოსულა. ჯამში, ეს არის ყველაზე დაბალბიუჯეტური დაფა, რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომია რეითრეისინგის ტექნოლოგიის ძალა. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს NVIDIA გეგმავს გამოუშვას დაბალბიუჯეტური და მეტად მძლავრი მოდელები. ისინი იმ დაფების შესაბამისი იქნება, რომლებიც ამჟამად 700 და მეტ აშშ დოლარად იყიდება. 

image.png 

ერთ-ერთი ასეთი დაფა იქნება RTX 3060 Ti. გამოვა კიდევ ერთი მოდელი - RTX 3050 Ti. როგორც ჩანს, ეს იქნება ბიუჯეტური ვიდეო დაფა, რომლის ფასი 299 აშშ დოლარიდან დაიწყება. ცნობილია, რომ მას ექნება GA106 ჩიპი 3584 CUDA ბირთვით. მიიჩნევა, რომ დაფას ექნება 192-ბიტიანი სალტე და 6 გბ მეხსიერება. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს იყო 160-ბიტიანი სალტე 5 გბ მეხსიერებით ან 128-ბიტიანი - 4 გბ მეხსიერებით. 

image.png 

ბოლო ვარიანტები საკმაოდ საეჭვოა, რადგანაც RTX 3050 Ti-ს უნდა ჰქონდეს მაღალი წარმადობა და რეითრეისინგის სრული მხარდაჭერა. წყაროები აცხადებენ, რომ ამგვარ დაფას 2021 წლამდე არ უნდა ველოდოთ, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ფლაგმანების გაყიდვაც კი სულ ახლახანს დაიწყო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.