Magdalena Posted November 5, 2020 Posted November 5, 2020 Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარადგინა პროდუქტი BNB Vault, რომელიც Binance Coin-ის მფლობელებს საშულებას მისცემს ყოველდღიურად მიიღონ პასიური შემოსავალი. „BNB Vault - ეს არის საინვესტიციო პროდუქტი გარანტირებული შემოსავლითა და მოქნილი წვდომით. იგი ახდენს Binance-ის სხვადასხვა პროდუქტის ინტეგრირებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი BNB-ის შემოსავლის პოტენციალი, ერთი დაჭერით თანამოქმედებს ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფინანსებთან“ - აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. შემოსავალი BNB Vault სერვისთან ურთიერთქმედების შედეგად მიიღება სამი წყაროდან: Binance Launchpool პროექტებში ტოკენებით დაჯილდოება; დეპოზიტები მცურავი კურსით (BNB Flexible Savings); ჯილდო DeFi-სტეიკინგიდან. მალე მომხმარებლები შემოსავალს ასევე მიიღებენ Binance Smart Chain-თან თანამოქმედების შედეგად. ახალი პროდუქტის შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ BNB Vault-ის მიმდინარე შემოსავლიანობა არის 5% - 8% წლიურად. შეგახსენებთ, სექტემბერში Binance-მა პირობა დადო, რომ გამოყოფდა 100 მლნ აშშ დოლარს DeFi-ეკოსისტემის მხარდასაჭერად და ცენტრალიზებულ სერვისებთან მისი ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. https://bit.ly/384gFNE Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.