Magdalena Posted November 2, 2020 Posted November 2, 2020 მოახლოვდა Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი, კომპანია AMD ლიდერ პოზიციას იკავებს ცენტრალური პროცესორების გაყიდვის მხრივ გერმანულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე - ამაზე მეტყველებს დიდი გერმანული რითეილერ Mindfactory-ს მონაცემები, რომელთაც დაინტერესებულ საზოგადოებას ამჯერადაც უზიარებს ცნობილი ენთუზიასტი Ingebor. წარმოდგენილი გრაფიკების თანახმად, AMD ოთხჯერ აღემატება კონკურენტ Intel-ს რეალიზებული პროდუქციის მხრივ: მაშ ასე, „წითლების“ მიერ გაყიდული CPU-ების რაოდენობა საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს, კონკურენტის წილი კი შესაბამისად 20 პროცენტია. ბუნებრივია, ხსენებული ორი კომპანიის შემოსავალიც დიდად განსხვავებულია: AMD-ის წილზე მოდის 76 %, Intel-ს კი რჩება 24 %. AMD-ს ყველაზე პოპულარული მოდელია Ryzen 5 3600X, რომლის 7190 ერთეული გაიყიდა, აგრეთვე Ryzen 7 3700X - რეალიზებული 3410 ერთეულით - სწორედ ამ ორმა პროცესორმა მოუტანა ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიას. რაც შეეხება Intel-ს, ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა Core i7-10700K (800 ერთეული), რომელმაც უზრუნველყო ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიის სხვა მოდელებთან შედარებით. ამასთან, Intel-ის ზოგიერთი მოდელის ფასი, კონკრეტულად კი Core i9-9900K-სა და Core i7-10700K ჩიპების ღირებულება, ეტაპობრივად მცირდება უკვე რამდენიმე თვეა იმ დროს, როდესაც AMD-ის ჩიპების, კერძოდ Ryzen 9 3900X, Ryzen 7 3700X და Ryzen 5 3600X ჩიპების ფასი უკვე რამდენიმე თვეა მატულობს. წყარო: Imgur, Reddit, ingebor ამგვარად, Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების მოახლოებული დებიუტის ფონზე Intel-ის პროდუქციის ფასი, დიდი ალბათობით, შემცირებას გააგრძელებს პოტენციური მომხმარებლების დაინტერესების მიზნით. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ AMD-ის ახალი ტექნოლოგია Smart Access Mode-ის დანერგვით, რომელიც ფუნქციონირებს ვიდეოადაპტერ Radeon RX 6000-სა და Ryzen-პროცესორთან კავშირში, ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. https://bit.ly/321XqjL Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.