Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

საგადახდო სისტემა MasterCard აპირებს მელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს დაეხმაროს საბანკო სერვისებთან წვდომის მიღებაში, თუმცა Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები ამას ხელს არ უწყობენ. ამგვარი აზრი გამოთქვა MasterCard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ajay Banga-მ. 

კრიპტოვალუტების არასტაბილურობა - არ არის ხალხის ფინანსური მომსახურებისაგან განთავისუფლების გზა, ეს არის მათი შეშინების გზა”, - განაცხადა მან. 

Ajay Banga-მ კრიპტოვალუტებს დაუპირისპირა  ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) და განაცხადა, რომ სჯერა მათი პერსპექტივის. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც MasterCard-ის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტებს აკრიტიკებს. 2017 წელს მან მათ „სრული ნაგავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია მზად იქნება კრიპტოვალუტასთან ადაპტაციისთვის მხოლოდ იმ შემხვევაში, თუკი იგი ემიტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ.  

გასული წლის ოქტომბერში Mastercard გავიდა პროექტ Libra-დან. Mastercard Asia Pacific-ის პრეზიდენტმა არი სარკერმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დაასახელა ციფრული ვალუტის გარკვეული შეუსაბამობა საანგარიშსწორებო რეგულირების საბაზისო ნორმებთან. მოგვიანებით Ajay Banga-მ აღნიშნა, რომ მიზეზი იყო არა მხოლოდ რეგულირებასთან დაკავშირებული სირთულეები, არამედ შეშფოთება ბიზნეს-მოდელის დაცვასან დაკავშირებით.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.