Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტშ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა დაიწყო მომდევნო თაობის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროცესორის, A15-ის შექმნაზე მუშაობა. 

image.png 

არსებული უახლესი ცნობების თანახმად, Apple უკვე მუშაობს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილ სამომავლო ჩიპზე. ანგარიშებში მითითებულია, რომ Apple გამოიყენებს კომპანია TSMC-ის გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს (N5P), მასობრიი წარმოება კი მომდევნო წლის მესამე კვარტალში დაიწყება. 

ამჟამად TSMC-ის EUV-ლითოგრაფია ფეხს იკიდებს 7,6 და 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაში. საწარმოო წყაროების თანახმად, TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის მეოხე კვარტლიდან დაიწყება და კომპანიის მთავარი დამკვეთები არიან MediaTek, Huida და Intel. 

5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი განკუთვნილია Apple-ის ჩიპების მასობრივი წარმოებისთვის. თუმცა TSMC-ის სიმძავრის თავიანთ წილს მიიღებენ AMD, Qualcomm, Huida, Intel, Broadcom, Maiwell. იქიდან გამომდინარე, რომ მოწინავე 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მაღალი მოთხოვნაა, მომდევნო წლიდან TSMC წარადგენს გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ვერსიას. შედეგად სამომავლო ჩიპები უზრუნველყოფილი იქნება გაუმჯობესებული წარმადობითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით, თუმცა ეს იქნება მაინც ფაქტობრივად იგივე 5-ნანომეტრიანი ტექნოპრცესი და კარდინალურ გაუმჯობესებბს ამჟამად არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით არ უნდა ველოდოთ. მხოლოდ პერსპექტიულ 3-ნანომეტრიან ტექოპრცესზე გადასვლის შემდეგ არის მოსალოდნელი წარმადობის მკვეთრი ზრდა და ენერგომოხმარების შემცირება. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, 3-ნანომეტრიანი ჩიპების ლოგიკური სიმჭიდროვე შესაძოა 70%-ით გაიზარდოს, ენერგომოხმარება კი 15%-ით შემცირდეს. ამ მოვლენას არ უნდა ველოდოთ 2022 წელზე ადრე - იმ დრომდე, სანამ არ დაიწყება ჰიპოთეტურ iPhone 14-ზე მუშაობა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.