Magdalena Posted October 28, 2020 Posted October 28, 2020 ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა დაიწყო მომდევნო თაობის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროცესორის, A15-ის შექმნაზე მუშაობა. არსებული უახლესი ცნობების თანახმად, Apple უკვე მუშაობს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილ სამომავლო ჩიპზე. ანგარიშებში მითითებულია, რომ Apple გამოიყენებს კომპანია TSMC-ის გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს (N5P), მასობრივი წარმოება კი მომდევნო წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამჟამად TSMC-ის EUV-ლითოგრაფია ფეხს იკიდებს 7,6 და 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაში. საწარმოო წყაროების თანახმად, TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყება და კომპანიის მთავარი დამკვეთები არიან MediaTek, Huida და Intel. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი განკუთვნილია Apple-ის ჩიპების მასობრივი წარმოებისთვის. თუმცა TSMC-ის სიმძლავრის თავიანთ წილს მიიღებენ AMD, Qualcomm, Huida, Intel, Broadcom, Maiwell. იქიდან გამომდინარე, რომ მოწინავე 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მაღალი მოთხოვნაა, მომდევნო წლიდან TSMC წარადგენს გაუმჯობესებულ 5-ნანომეტრიან ვერსიას. შედეგად სამომავლო ჩიპები უზრუნველყოფილი იქნება გაუმჯობესებული წარმადობითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით, თუმცა ეს იქნება მაინც ფაქტობრივად იგივე 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და კარდინალურ გაუმჯობესებებს ამჟამად არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით არ უნდა ველოდოთ. მხოლოდ პერსპექტიულ 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის შემდეგ არის მოსალოდნელი წარმადობის მკვეთრი ზრდა და ენერგომოხმარების შემცირება. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, 3-ნანომეტრიანი ჩიპების ლოგიკური სიმჭიდროვე შესაძლოა 70%-ით გაიზარდოს, ენერგომოხმარება კი 15%-ით შემცირდეს. ამ მოვლენას არ უნდა ველოდოთ 2022 წელზე ადრე - იმ დრომდე, სანამ არ დაიწყება ჰიპოთეტურ iPhone 14-ზე მუშაობა. https://bit.ly/2G19WIA Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.