Magdalena Posted October 26, 2020 Posted October 26, 2020 როგორც ცნობილია, Intel-ს უკვე მზად აქვს გრაფიკული პროცესორი Xe DG2, რომელიც განკუთვნილია ენთუზიასტებისთვის და ექნება წარმადობის მაღალი მაჩვენებლებით. ექსპერტები ვარაუდობენ, იგი კომპანიას საშუალებას მისცემს შეუერთდეს AMD-სა და NVIDIA-ს და ისინი ვიდეო დაფების ბაზარზე შეავიწროვოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ OEM-მწარმოებლებმა სატესტოდ უკვე მიიღეს პირველი დაფა სახელწოდებით Iris Xe Max (DG1). გავრცელდა ახალი ვიდეო დაფის პირველი ტესტირების შედეგები ბენჩმარკ Geekbench 5-ზე. დაფას აქვს GDDR6 ტიპის 3 გბ გრაფიკული მეხსიერება 768 Shader-ბირთვით. GPU-ის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც. როგორც აღმოჩნდა, DG1 მოძველებულ GeForce MX330 ვერსიას მხოლოდ 5.6%-ით აღემატება, GeForce MX350-ს კი 16.5%-ით ჩამორჩება. საინტერესოა ის, რომ კონკურენტ დაფას მხოლოდ 2 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, DG1-ს კი - სამი. ასევე, თუკი ახალ დაფას შევადარებთ ისეთ მოძველებულ ვიდეო დაფას, როგორიცაა Radeon RX 550X, DG1 დაფა AMD-ის ყველაზე ნელ გრაფიკულ ჩიპს 6%-ით აღემატება. როგორც გამოდის, Intel-ის პირველმა ვიდეო დაფამ ვერ გაამართლა. DG1 გათვლილი იყო ულტრაბიუჯეტურ ვიდეო დაფებთან კონკურენციაზე, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ჩამორჩებოდა წარმადობით. საბოლოოდ, ბევრს რამეს ფასი გადაწყვეტს: თუკი Intel მომგებიან ფასს დაადებს, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, პირველადი მონაცემებით Xe Max_ს საშუალება აქვს იმუშავოს პროცესორში ინტეგრირებულ Xe გრაფიკულ ბირთვთან ერთად, რაც სიჩქარის საგრძნობ ზრდას განაპირობებს. https://bit.ly/2TppUiU Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.