Jump to content

Recommended Posts

Posted

2 ნოემბერს დაიწყება გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ მონიტორ Xiaomi Fast-ის მიწოდება: მომხმარებლებისთვის, რომლებიც წინასწარ შეკვეთას აფორმებენ, ამ მონიტორის ფასი იქნება დაახლოებით 150 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს IPS მატრიცა ზომით 24.5  დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/2-ს (საუბარია HDR400 სერტიფიკაციაზე). 

მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 2 მილიწამი. ტექნოლოგია Adaptive Sync უზრუნველყოფს გეიმინგ-პროცესის დინამიურობისა და სინქრონულობის მაღალ დონეს. პანელს აქვს 90%-იანი  DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. 

image.jpeg 

დისპლეის გარს აკრავს სამი მხრიდან წვრილი ჩარჩო. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან და ეკრანის დახრის კუთხე. ჯამში მონიტორს მინიმალისტური დიზაინი აქვს. 

სიგნალის წყაროსთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. 

Posted

არ გამოვრიცხავ როგორიც ფასი აქვს ხარისხიც ეგეთივე ქონდეს მაგ მოდელზე, ანუ ყველაფერზე ეკონიმია იქნება გაკეთებული, თუმცა ვისაც ბევრი უნდოდა იფისისთვის, ძალზე კარგი ვარიანტი ჩანს გარანტიით თუ აიღებ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.