Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა დააფიქსირა Huawei-ს წილის მნიშვნელოვანი კლება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე: მიზეზი გახლავთ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციები. 

 61H0-+7YtGL._AC_SX466_.jpg

მიმდინარე წლის აპრილში, როგორც ცნობილია, Huawei სმარტფონების წამყვან მომწოდებელთა შორის პირველ ადგილას იყო გლობალური წილის 21%-ით. მეორე ადგილი ეკავა კომპანია Samsung-ს 20%-იანი წილით. გარდა ამისა, მოყვანილია Apple-ისა და Xiaomi-ს აპრილის მონაცემები -  12% და 8% შესაბამისად. 

აგვისტოში Huawei-ს წილი 16%-მდე შემცირდა, რის შედეგად კომპანია მეორე ადგილზე გადავიდა სმარტფონების მომწოდებლების მსოფლიო რეიტინგში. პირველი ადგილი დაიბრუნა სამხრეთკორეულმა გიგანტმა და დააფიქსირა 22%-იანი წილი. 

Apple-ის წილი წინა დონის მსგავსი აღმოჩნდა - დაახლოებით 12%. ამავე დროს, Xiaomi-მ შეძლო პოზიციის გამყარება 11%-ამდე. 

image.jpeg 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დროში Huawei-ს წილი შემცირებას გააგრძელებს, რაც კონკურენტებისთვის ხელსაყრელია. ასევე აღინიშნება, რომ მიწოდების მასშტაბი შესაძლოა გაზარდოს Apple-მა, რასაც ხელს შეუწყობს მისი პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით - ახალი თაობის iPhone 12. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.