Magdalena Posted October 13, 2020 Posted October 13, 2020 სექტემბერში კრიპტო ბირჟებზე ვიზიტები 14,6%-ით შემცირდა აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია The Block-ის ანგარიშში. ზაფხულის ბოლო თვეში ბირჟების ვებ-ტრაფიკის წლიური მაქსიმუმი დაფიქსირდა - 144.3 მლნ მონახულება. სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 123.2 მლნ შეადგინა. ბირჟების ვებ-ტრაფიკი თვეების მიხედვით. წყარო: The Block. მიუხედავად ვიზიტების რიცხვის შემცირებისა, სექტემბერი მეორე ადგილზეა ბირჟების ვებ-ტრაფიკის მაჩვენებლით 2020 წელს. სექტემბერში ვიზიტების ყველაზე დიდი რიცხვი მოდიოდა Binance-ზე - 35.6 მლნ ანუ საერთო მაჩვენებლის 28.9%. Coinbase-ის ვებ-ტრაფიკმა შეადგინა 19.2% (23.7 მლნ), OKEx – 5.1% ანუ 6.3 მლნ ვიზიტი. აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით BitMEX-ის მაჩვენებელია 4.4% ანუ 5.4 მლნ ვიზიტი. ბირჟების წილი საერთო ვებ-ტრაფიკში პროცენტებით. წყარო: The Block. შეგახსენებთ, სპოტ-ბირჟებზე სავაჭრო ბრუნვის მხრივაც სექტემბერი ჩამორჩება აგვისტოს - 169 მლრდ აშშ დოლარი აგვისტოს 191.2 მლრდ აშშ დოლარის წინააღმდეგ. https://bit.ly/34RIxBc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.