Magdalena Posted October 3, 2020 Posted October 3, 2020 გასულ თვეში ტრანზაქციის დამუშავების საფასურმა Ethereum-მაინერებს უფრო მაღალი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე მოპოვებულ ბლოკზე ჯილდომ. ეს მოხდა კრიპტოვალუტის არსებობის ისტორიაში პირველად - წერს The Block. სექტემბერში Ethereum-მაინერებმა საკომისიოებზე გამოიმუშავეს 172 მლნ აშშ დოლარი, ბლოკზე ჯილდომ კი 150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამური შემოსავალი 320 მლნ აშშ დოლარზე მეტი აღმოჩნდა - შესაბამისად, გაიზარდა 53.4%-ით აგვისტოსთან შედარებით: ეს მაჩვენებელი ხსენებულ თვეში დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: The Block. ამგვარი მაჩვენებლები აიხსნება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში აქტივობით, რამაც საკომისიოს ზრდის პროვოცირება გამოიწვია. შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საკომისიოს საშუალო მოცულობა Ethereum-ის ქსელში გაიზარდა 15$-ს ზემოთ, თუმცა თვის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2.23$-მდე ჩამოვიდა. https://bit.ly/33mLaf6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.