Jump to content

Recommended Posts

Posted

სექტემბრის პირველ ნახევარში ცნობილმა ინსაიდერმა @mooreslawisdead-მა განაცხადა, რომ NVIDIA ამზადებს პროფესიონალურ ვიდეო დაფას - Quadro RTX Ampere, რომელსაც საფუძვლად დაედება გრაფიკული ჩიპი GA102  10752 CUDA ბირთვით. ამ ჩიპის შემცირებულ ვერსიაზეა დაფუძნებული გეიმინგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090. მას აქვს ორი მულტიპროცესორით ნაკლები, შესაბამისად CUDA-ბირთვების რაოდენობა 10496-ს შეადგენს. 

@mooreslawisdead-ის ინფორმაციით, ახალ Quadro RTX Ampere-ს ექნება 47 გბ GDDR6 16Gbps ვიდეომეხსიერება 384-ბიტიანი სალტით, გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირე 1860 მჰც-ს შეადგენს. გეიმინგ ვარიანტი RTX TITAN ჯერჯერობით არ იგეგმება, შესაძლოა იგი მოგვიანებით გამოვიდეს, როდესაც Micron დაიწყებს 2 გბ GDDR6X ჩიპების მასობრივ წარმოებას. თუმცა პირველადი ტესტების შედეგები გვიჩვენებს, რომ ამგვარ ვიდეო დაფას დიდი აზრი არ აქვს. 

image.jpeg 

@mooreslawisdead-მა გამოაქვეყნა Quadro RTX Ampere-სა და Quadro RTX 6000 დაფების შესადარებელი ფოტოები. ფოტოზე ჩანს ვიდეო დაფის მხოლოდ უკანა მხარე და ვხედავთ, რომ შენარჩუნებულია ტრადიციული გაგრილების სისტემა ტურბინით. იმის ხარჯზე, რომ Ampere თაობაში PCB უფრო მოკლეა, ახალ Quadro RTX დაფაში ხელმისაწვდომია დამატებითი ჭრილი ტურბინისთვის ვიდეო დაფის უკანა ნაწილზე. 

მოსალოდნელია, რომ NVIDIA Quadro-ს ახალი ვერსიები წარდგენილი იქნება 5 ოქტომბერს NVIDIA GPU Tech Conference 2020-ზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.