Magdalena Posted September 24, 2020 Posted September 24, 2020 კომპანია AMD-მ გამოუშვა ახალი მობილური პროცესორები Ryzen და Athlon, რომლებიც საფუძვლად დაედება ახალი თაობის ქრომბუკებს. Zen-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ეს მობილური ჩიპები განკუთვნილია ქრომბუკების მუშაობის აჩქარებისთვის ვებ-გვერდების ნახვასა და მრავალამოცანიან რეჟიმებში. Acer-მა, ASUS-მა, HP-მ და Lenovo-მ უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ წარადგინონ საბაზისო და მაღალი დონის ლეპტოპების ფართო სპექტრი Chrome OS-ის ბაზაზე ამ ჩიპების გამოყენებით. ჩიპები ბაზრის ქვედა სეგმენტისკენაა მიმართული: AMD აპირებს Intel-ისთვის შეტევას და ბაზრის წილის დაკავებას. როგორც ცნობილია, ახალი Ryzen და Athlon პროცესორები 178%-ით სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით. „Zen, როგორც ბირთვი, შემოდის ქრომბუკებში - განაცხადა AMD-ის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა Robert Halleck-მა. - როგორც ჩანს, ყველა ბავშვს აქვს ლეპტოპი Chrome OS-ის ბაზაზე. ქრომბუკები სულ უფრო მეტ ბაზარს იპყრობს გაცილებით დაბალი ფასისა და მაღალი წარმადობის წყალობით. და ჩვენც, რა თქმა უნდა, გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა მიმართულების პროდუქცია: საგანმანათლებლოდან დაწყებული - სამეწარმეოთი დამთავრებული“. AMD Ryzen და Athlon 3000 C სერიის მობილური პროცესორები შეიქმნა Google-თან თანამშრომლობის ფარგლებში და საფუძვლად დაედება ქრომბუკებს, რომელთა პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა გამოვიდეს. 2020 წლის ბოლოს ვიხილავთ 14 მოდელს. AMD აცხადებს, რომ მობილური პროცესორი Ryzen 7 3700C უზრუნველყოფს 251%-ით მაღალ გრაფიკულ წარმადობას წინა თაობის ქრომბუკებში არსებულ AMD-ის ჩიპებთან შედარებით, ასევე - 104%-ით მეტ წარმადობას საოფისე ამოცანებში და 152%-ით მეტს - ფოტოების რედაქტირებაში. ოთხბირთვიანი და რვანაკიდიანი ჩიპები - Ryzen 7 3700C და Ryzen 5 3500C იწარმოება დღევანდელი გადასახედიდან მოძველებული, TSMC-ის 12-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 2-ბირთვიანი 4-ნაკადიანი Ryzen 3 3250C დამზადებულია კიდევ უფრო ძველი, 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. და ბოლოს, Athlon Gold 3150C (2 ბირთვი, 4 ნაკადი) და Athlon Silver 3050C (2 ბირთვი, 2 ნაკადი) ასევე დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ჩიპების ენერგომოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით 15 ვატია. რეალურად, ეს ახალი ჩიპები არის სახელშეცვლილი ძველი ჩიპები გარკვეული ცვლილებებით. მაგალითად, Ryzen 7 3700C-ის მახასიათებლები Ryzen 7 3700U ჩიპის იდენტურია (მათ შორის 10 ბირთვი Radeon Vega ტაქტის სიხშირით 1400 მჰც). Ryzen 5 3500C-იც ნაცნობია: იგი გამოიყურება, როგორც სახელშეცვლილი 3500U (8 ბირთვი Radeon Vega სიხშირით 1200 მჰც). მოკლედ, როგორც Tirias Research-ის ანალიტიკოსი Kevin Krewell ამტკიცებს, AMD-მ მოახდინა მიკროსქემების ძველი დიზაინის ადაპტირება და მასში გარკვეული გაუმჯობესებები შეიტანა მეხსიერების სიჩქარესა და SATA-კონტროლერში. ეს ახალი ჩიპები არ აისახება 7-ნანომეტრიანი Ryzen-ის მიწოდებაზე და ამავდროულად საშუალებას იძლევა შეიქმნას შესანიშნავი ქრომბუკები, რომლებიც გამორჩეული იქნება ავტონომიური მუშაობის კარგი მაჩვენებლებითა და წარმადობით. ჯერ კიდევ 2019 წელს AMD-მ პირველად გამოუშვა ქრომბუკებისთვის განკუთვნილი პროცესორები ძველ ბირთვებზე. მას შემდეგ AMD-ის წილი Chrome OS-ზე არსებული სასკოლო ლეპტოპების ბაზარზე 5.2%-ით გაიზარდა 2019 წელს და 20%-ზე მეტად - ახლანდელი მონაცემებით. https://bit.ly/2RSCDKi Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.