Jump to content

Recommended Posts

Posted

ბირჟა Huobi Global-მა დაიწყო DeFi Liquidity Mining კამპანიის პირველი ეტაპი, რომელიც სტეიკინგისთვის HT და HPT ტოკენების სახით ჯილდოს მიღების საშუალებას იძლევა. 

image.png 

ჯილდოს სახით Huobi-მ გამოყო 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები. ბირჟა გეგმავს კიდევ რამდენიმე რაუნდ ატარებას და 10 მლნ აშშ დოლარის შემოთავაზებას. 

საბირჟო ტოკენების სტეიკინგის ციკლი 14 დღეს შეადგენს, ვადამდელი შეწყვეტა გათვალისწინებული არ არის. 

მონაწილეებისთვის დაწესებულია ბლოკირებული თანხების მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტები. Huobi Token-ის (HT) შემთხვევაში გახლავთ 100 და 5 აასი მონეტა, შესაბამისად, Pool Token-ის (HPT) შემხვევაში კი - 100 ათასი და 4 მლნ ტოკენი. 

DeFi Liquidity Mining-ის ფარგლებში ბირჟა გეგმავს 800 ათასი HT-სა და 80 მლნ HPT-ის ბლოკირებას.  

სტეიკინგისთვის ჯილდოების გადახდა მოხდება DeFi-პროტოკოლ Curve-ის CRV ტოკენებში ყოველდღიური განაწილების მიხედვით. 

ადრე ბირჟის ოპერატორმა შექმნა ქვეგანყოფილება დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში პროექტების განვიარებისთვის. Huobi DeFi Labs-მა უკვე ამოაყალიბა „ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისებისა და პლატფორმების მომწოდებლების საერთაშორისო კონსორციუმი“ Global DeFi Alliance, რომელსაც შეუერთდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა MakerDAO, Compound, Nest და dYdX. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.