Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები წარმოადგენდნენ კონტრკულტურის მიმართულებას, რომლებიც გაჩნდნენ, როგორც წარუმატებელი ფინანსური სისტემის პასუხი 2008 წლის კრიზისის დროს. დღესდღეობით ისინი საფინანსო სერვისების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ახალი ეტაპი ახალ გადაწყვეტილებებს საჭიროებს 

მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტებისა და გლობალური კორპორაციების მიერ ციფრული ფულისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიღებამ აქამდე არნახულ პიკს მიაღწია. 

PayPal-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის 325 მილიონზე მეტ მომხარებელს წარუდგენს კრიპტოვალუტების შესყიდვის შესაძებლობას.  

ბევრი ხელისუფლება აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. 

Visa-მ საპატენტო განაცხადა შეიტანა საკუთარ ციფრულ დოლარზე, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული. 

წარმატება დამოკიდებულია ერთ პირობაზე: ციფრული აქტივების უსაფრთხო შენახვის ინფრასტრუქტურაზე. 

მეტად ბევრი შემთხვევაა კრიპტოვალუტების მოპარვისა და კიბერშეტევების შესახებ ინფრასტრუქტურის არაეფექტურობის გამო. თუმცა ამ პრობლების გადაწყვეტისთვის ფინასნურ დაწესებულებებს სჭირდებათ გადაწყვეტილება ინსტიტუციონალურ დონეზე. 

კრიპტოვალუტებს ცენტრალური ბანკები შეინახავენ 

ციფრული აქტივების სწრაფად განვიტარებადი ბაზრის გათვალისწინებით, შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს აშშ-ის სახაზინო ორგანოს (OCC) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ეროვნულ ბანკს შეუძლია წარადგინოს კრიპტოვალუტების შენახვის სერვისი. ეს გახლავთ წლის უმნიშვნელოვანესი სიახლე ციფრული აქტივების დანერგვის სფეროში, რომელიც მთლიანად ცვლის ბაზარზე თამაშის წესებს. 

აშშ-ის სახაზინო ორგმანომ კალმის ერთი მოსმით შეცვალა კრიპტოვალუტების შენახვასთან დაკავშირებული სიტუაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ამჯერად ჩნდება გავრცელების ეფექტი - სხვა იურისდიქციები ამ მაგალითს მიმართავენ. ხსენებული გადაწყვეტილების მიღებაზე, ეჭვგარეშეა, გავლენა იქონია ციფრული აქტივების მიმართ მარეგულირებლის დამოკიდებულებამ ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში.  

Fidelity-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპაში მსხვილი ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების გამოყენების მხრივ მნიშვნელოვანი უთანასწორობაა. აშშ-ში ინსტიტუციონალური ინვესტორების მხოლოდ 27% დებს თანხას ციფრულ აქტივებში, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი 45%-ია. სწორედ ისეთ იურისდიქციებში, სადაც მარეგულირებელ ორგანოებს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული კრიპტოვალუტების კლასიფიკაცია და ლიცენზირების რეჟიმი - როგორებიცაა გერმანია, შვეიცარია, იაპონია და სინგაპური - რესპექტაბელური ბანკები იძლევიან ციფრული ფულის შენახვის შესაძებლობას. 

მომავალი უკვე დადგა 

ეს მოვლენები შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ის ფინანსური გიგანტებისთვის, რომელთაგან ბევრმა განახორციელეს ექსპერიმენტები კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ისე, რომ არ გააჩნდათ მკაფიო ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, ბინეს-საფუძველი და პროდუქტიული ამოქმედების ვადები კონკრეტული რეგულაციების არარსებობის გამო.  

ეს პრობლემა ამჟამად გადაჭრილია. ბანკებს შორის უსაფრთხო საცავი ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო Standard Chartered Bank-მა. მისმა გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ განაცხადა ციფრული აქტივების საცავის შექმნის გეგმის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ფინანსური ბაზრების ძირითადი მოთამაშეები უზრუნველყოფენ უსაფრთხო შენახვას, ციფრული აქტივების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება.  

თუ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობა შეძლებთ იმავე ბროკერისა და ბირჟის საშუალებით, როგორც EUR / USD ფიუჩერსებით, ფიუჩერსების ბაზრებზე კრიპტოვალუტის შესასვლელად ყველა ბარიერი დაეცემა. 

ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ახალი ტექნოლოგიების ასპარეზობის ციებ-ცხელებასთან ერთად ყურადღების ცენტრში იქნება ციფრული შემნახველების ბაზარზე გასვლის სიჩქარე. ამ სეგმენტში კონკურენცია კულმინაციას მიაღწევს რამდენიმე თვეში, რადგანაც ყველა სერიოზული საფინანსო ინსტიტუტი შეეცდება ბაზარზე თავისი წილი დაიკავოს. 

ზოგიერთი ექსპერტი სიფრთხილეს იჩენს ცვლილებების ტემპებისადმი, რასაც უნდა ველოდოთ კონსერვატიული ბანკებისგან, თუმცა რეალობა იმგვარია, რომ ბევრ მსგავს ბანკს უკვე აქვს გეგმა ახალი მიმართულებით. ამიტომაც, მარეგულირებლების მხრიდან მწვანე შუქი ბევრს აიძულებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას, რათა არ ჩამორჩნენ ლიდერებს. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.