Magdalena Posted September 5, 2020 Posted September 5, 2020 ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები წარმოადგენდნენ კონტრკულტურის მიმართულებას, რომლებიც გაჩნდნენ, როგორც წარუმატებელი ფინანსური სისტემის პასუხი 2008 წლის კრიზისის დროს. დღესდღეობით ისინი საფინანსო სერვისების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი ეტაპი ახალ გადაწყვეტილებებს საჭიროებს მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტებისა და გლობალური კორპორაციების მიერ ციფრული ფულისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიღებამ აქამდე არნახულ პიკს მიაღწია. PayPal-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის 325 მილიონზე მეტ მომხარებელს წარუდგენს კრიპტოვალუტების შესყიდვის შესაძლებლობას. ბევრი ხელისუფლება აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. Visa-მ საპატენტო განაცხადა შეიტანა საკუთარ ციფრულ დოლარზე, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული. წარმატება დამოკიდებულია ერთ პირობაზე: ციფრული აქტივების უსაფრთხო შენახვის ინფრასტრუქტურაზე. მეტად ბევრი შემთხვევაა კრიპტოვალუტების მოპარვისა და კიბერშეტევების შესახებ ინფრასტრუქტურის არაეფექტურობის გამო. თუმცა ამ პრობლების გადაწყვეტისთვის ფინასნურ დაწესებულებებს სჭირდებათ გადაწყვეტილება ინსტიტუციონალურ დონეზე. კრიპტოვალუტებს ცენტრალური ბანკები შეინახავენ ციფრული აქტივების სწრაფად განვიტარებადი ბაზრის გათვალისწინებით, შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს აშშ-ის სახაზინო ორგანოს (OCC) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ეროვნულ ბანკს შეუძლია წარადგინოს კრიპტოვალუტების შენახვის სერვისი. ეს გახლავთ წლის უმნიშვნელოვანესი სიახლე ციფრული აქტივების დანერგვის სფეროში, რომელიც მთლიანად ცვლის ბაზარზე თამაშის წესებს. აშშ-ის სახაზინო ორგმანომ კალმის ერთი მოსმით შეცვალა კრიპტოვალუტების შენახვასთან დაკავშირებული სიტუაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ამჯერად ჩნდება გავრცელების ეფექტი - სხვა იურისდიქციებიც ამ მაგალითს მიმართავენ. ხსენებული გადაწყვეტილების მიღებაზე, ეჭვგარეშეა, გავლენა იქონია ციფრული აქტივების მიმართ მარეგულირებლის დამოკიდებულებამ ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. Fidelity-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპაში მსხვილი ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების გამოყენების მხრივ მნიშვნელოვანი უთანასწორობაა. აშშ-ში ინსტიტუციონალური ინვესტორების მხოლოდ 27% დებს თანხას ციფრულ აქტივებში, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი 45%-ია. სწორედ ისეთ იურისდიქციებში, სადაც მარეგულირებელ ორგანოებს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული კრიპტოვალუტების კლასიფიკაცია და ლიცენზირების რეჟიმი - როგორებიცაა გერმანია, შვეიცარია, იაპონია და სინგაპური - რესპექტაბელური ბანკები იძლევიან ციფრული ფულის შენახვის შესაძლებლობას. მომავალი უკვე დადგა ეს მოვლენები შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ის ფინანსური გიგანტებისთვის, რომელთაგან ბევრმა განახორციელეს ექსპერიმენტები კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ისე, რომ არ გააჩნდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, ბიზნეს-საფუძველი და პროდუქტიული ამოქმედების ვადები კონკრეტული რეგულაციების არარსებობის გამო. ეს პრობლემა ამჟამად გადაჭრილია. ბანკებს შორის უსაფრთხო საცავი ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო Standard Chartered Bank-მა. მისმა გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ განაცხადა ციფრული აქტივების საცავის შექმნის გეგმის შესახებ. მას შემდეგ, რაც ფინანსური ბაზრების ძირითადი მოთამაშეები უზრუნველყოფენ უსაფრთხო შენახვას, ციფრული აქტივების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას შეძლებთ იმავე ბროკერისა და ბირჟის საშუალებით, როგორც EUR / USD ფიუჩერსებით, ფიუჩერსების ბაზრებზე კრიპტოვალუტის შესასვლელად ყველა ბარიერი დაეცემა. ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ახალი ტექნოლოგიების ასპარეზობის ციებ-ცხელებასთან ერთად ყურადღების ცენტრში იქნება ციფრული შემნახველების ბაზარზე გასვლის სიჩქარე. ამ სეგმენტში კონკურენცია კულმინაციას მიაღწევს რამდენიმე თვეში, რადგანაც ყველა სერიოზული საფინანსო ინსტიტუტი შეეცდება ბაზარზე თავისი წილი დაიკავოს. ზოგიერთი ექსპერტი სიფრთხილეს იჩენს ცვლილებების ტემპებისადმი, რასაც უნდა ველოდოთ კონსერვატიული ბანკებისგან, თუმცა რეალობა იმგვარია, რომ ბევრ მსგავს ბანკს უკვე აქვს გეგმა ახალი მიმართულებით. ამიტომაც, მარეგულირებლების მხრიდან მწვანე შუქი ბევრს აიძულებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას, რათა არ ჩამორჩნენ ლიდერებს. https://bit.ly/3jHl2Rj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.