Magdalena Posted September 4, 2020 Posted September 4, 2020 Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა დაადასტურა კომპანიის გეგმები პირველადი საბირჟო შეთავაზების (IEO) პლატფორმის ამოქმედების შესახებ. მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა პერიოდში გაჟღერდა. იმ დროს O’Shaughnessy Asset Management-ის ხელმძღვანელთან საუბრისას არმსტრონგმა განაცხადა, რომ Coinbase მუშაობს პროდუქტზე, სახელად „Coinbase Launch ან რაღაც ამგვარი“. „ეს გადაწყვეტილება განკუთვნილია ყველასთვის, ვინც კრიპტო სტარტაპის ამოქმედებას მოისურვებს. ნებისმიერი შეძლებს მოვიდეს და თქვას: „მინდა ტოკენი გამოვუშვა. ან - მინდა ფული მოვიზიდო. ან - უბრალოდ მინდა შევქმნა საკუთარი ქომიუნითი“. ჩვენ ამ ხალხს დავეხმარებით პროცესის მანძილზე, ხელს შევუწყობთ აქტივების შენახვაში, სმარტ-კონტრაქტების შექმნაში, სამმართველო საკითხების გადაწყვეტაში“ - განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, Coinbase Launch ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების მასობრივი მიღებისა და დანერგვის საკითხს. „მას შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კრიპტოეკონომიკის პოტენციალის გამოვლენას და ხელი შეუწყოს ათასობით სტარტაპს“ - დაამატა არმსტრონგმა. https://bit.ly/2QITOgN Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.