Magdalena Posted September 3, 2020 Posted September 3, 2020 ეგზოჩონჩხების უმეტესობა - ეს გახლავთ ისეთი მანქანები, რომლებიც ბევრად აფართოებენ ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს. კომპანია Furrion Exo-Bionics-ის მიერ შექმნილი მოდელი წარმოადგენს 4 ტონაზე მეტი სიმძიმის ოთხფეხა მანქანას, რომელსაც შეუძლია აწიოს ავტომობილი, აცოცდეს ლოდებზე და ირბინოს თოვლზე. თუმცა, მისი შემქმნელების საბოლოო მიზანი სხვა რამეა: მათ სურთ საფუძველი დაუდონ სპორტის ახალ სახეობას - რბოლა პილოტირებადი ეგზოჩონჩხებით. ვიდეო: https://bit.ly/3jsu5Fq უნიკალური ეგზოჩონჩხის შექმნისთვის მის ავტორებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ და ამჯერად მისი საჯარო დებიუტის დრო მოვიდა. სპორტული ეგზოჩონჩხის პირველი პროფესიონალი „პილოტი“ გახდა კესი ჰავრიში - კანადის ჩემპიონი სკელეტონში. იმისთვის, რომ უჩვეულო ოთხფეხა მანქანის მართვა აეთვისებინა, მას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა. მისი თქმით, „ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მთელი გუნდისთვის. უსიამოვნებებსაც ვერ ავცდით - ორჯერ გადმოვვარდი ეგზოჩონჩხის სალონიდან, რაც იყო იმავდროულად სახიფათოც და სახალისოც, როგორც ყოველთვის - როდესაც სიმაღლიდან ეცემი“. დარეგისტრირებულ მონაწილეებს Furrion Exo-Bionics საშუალებას აძლევს გახდნენ სამომავლო სარბოლო ეგზოჩონჩხის ალფა-პილოტები. https://bit.ly/3gJfDXX Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.