Magdalena Posted September 1, 2020 Posted September 1, 2020 მალე მოსალოდნელია მეხუთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერის მქონე ბიუჯეტური სმარტფონების გამოსვლა. ამგვარი მოწყობილობების ფასი, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, შეადგენს დაახლოებით 150 აშშ დოლარს ან უფრო ნაკლებს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტური 5G-სმარტფონებისთვის განკუთვნილ ახალ პროცესორებს ამზადებენ კომპანიები Qualcomm და MediaTek. საუბარი ეხება 20 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულების ჩიპებს. მსგავსი პროდუქტების წარმოება ორგანიზებული იქნება უახლოეს დროში. კერძოდ, როგორც ცნობილია, Qualcomm ამზადებს 5G-პროცესორს - sm4350. MediaTek-ის ასორტიმენტში კი გამოჩნდება Dimensity 600 სერიის ბიუჯეტური ჩიპები 5G მხარდაჭერით. ეს პროცესორები საფუძვლად დაედება ხელმისაწვდომ სმარტფონებს, რომელთა ანონსი მიმდინარე წელს უნდა შედგეს. Counterpoint Technology Market Research-ის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს 5G-მოწყობილობების გლობალური მიწოდება მოიცავს 170-დან 200 მლნ ერთეულამდე აპარატს. შედარებისთვის, 2019 წელს მოხდა დაახლოებით 18 მილიონ 700 ათასი ამგვარი მოწყობილობის მიწოდება. მომდევნო წელს, პროგნოზის თანახმად, რეალიზებული იქნება 340-დან 400 მილიონამდე 5G სმარტფონი. მოსალოდნელია, რომ სწორედ 5G-მოწყობილობები გახდება სმარტფონების ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახლო მომავალში. 2023 წლისთვის 5G-მოწყობილობები იქნება რეალიზებული ქსელური სმარტ-აპარატების რაოდენობის ნახევარი. https://bit.ly/34IGkK6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.