Jump to content

Recommended Posts

Posted

მალე მოსალოდნელია მეხთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერის მქონე ბიუჯეტური სმარტფონების გამოსვლა. ამგვარი მოწყობილობების ფასი, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, შეადგენს დაახლოებით 150 აშშ დოლარს ან უფრო ნაკლებს. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტური 5G-სმარტფონებისთვის განკუთვნილ ახალ პროცესორებს ამზადებენ კომპანიები Qualcomm და MediaTek. საუბარი ეხება 20 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულების ჩიპებს. მსგავსი პროდუქტების წარმოება ორგანიზებული იქნება უახლოეს დროში. 

კერძდ, როგორც ცნობილია, Qualcomm ამზადებს 5G-პროცესორს - sm4350. MediaTek-ის ასორტიმენტში კი გამჩნდება Dimensity 600 სერიის ბიუჯეტური ჩიპები 5G მხარდაჭერით. ეს პროცესორები საფუძვლად დაედება ხელმისაწვდომ სმარტფონებს, რომელთა ანონსი მიმდინარე წელს უნდა შედგეს. 

image.jpeg 

Counterpoint Technology Market Research-ის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს 5G-მოწყობილობების გლობალური მიწოდება მოიცავს 170-დან 200 მლნ ერთეულამდე აპარატს. შედარებისთვის, 2019 წელს მოხდა დაახლოებით 18 მილიონ 700 ათასი ამგვარი მოწყობილობის მიწოდება. მომდევნო წელს, პროგნოზის თანახმად, რეალიზებული იქნება 340-და 400 მილიონამდე 5G სმარტფონი. 

მოსალოდნელია, რომ სწორედ 5G-მოწყობილობები გახდება სმარტფონების ბაზრის მავარი მამოძრავებელი ძალა ახლო მომავალში. 2023 წლისთვის 5G-მოწყობილობები იქნება რეალიზებული ქსელური სმარტ-აპარატების რაოდენობის ნახევარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.