Magdalena Posted August 29, 2020 Posted August 29, 2020 ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მიუხედავად ტექნოლოგიები განვითარებას აგრძელებს. 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური ნორმა უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია, ხდება უფრო თხელი, მაგალითად 5-ნანომეტრიანი ნორმების ათვისებაც. წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი, TSMC კი მომდევნო მწვერვალს - 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს იპყრობს. ამ ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იქნება Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ახალი თაობის ოთხი IPU-ით. ბრიტანული კომპანია Graphcore უკვე არაერთი წელია ქმნის სპეციფიკურ ამაჩქარებლებს. გასულ წელს მან წარადგინა პროცესორი IPU (Intelligence Processing Unit), რომელიც იმით არის საინტერესო, რომ შედგება არა ბირთვებისგან, არამედ ე.წ. Tile-ებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს გამომთვლელ ბირთვსა და გარკვეული რაოდენობის ინტეგრირებულ მეხისერებას. ჯამში 1216 ამგვარი Tile იძლევა 300 მბ სუპერსწრაფ მეხსიერებას 45 ტბ/წმ-მდე სიჩქარით, IPU პროცესორები კი ერთმანეთთან კავშირშია IPU-Link-ით 320 გბ/წმ-მდე სიჩქარით. Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის სერვერი ოთხი IPU-ით კომპანიამ საკუთარი ქმნილება წარმოადგინა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელშიც გათვალისწინებულია ინტეგრაცია TensorFlow-სა და Open Neural Network Exchange-თან. Graphcore-ის ნამუშევრით დაინტერესდა Microsoft, რომელმაც IPU გამოიყენა Azure-სერვისებში - ერთობლივმა ტესტირებამ მეტად დადებითი შედეგები აჩვენა. მომდევნო თაობის IPU, Colossus MK2, რომელიც მიმდინარე ზაფხულში გამოვიდა, აღმოჩნდა NVIDIA A100-ზე რთული და გააჩნია 900 მბ სუპერსწრაფი მეხსიერება. მანქანური სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს ნეირონული ქსელების ტესტირება და გამოყენება, მოითხოვს პარალელიზმის მეტად მაღალი დონის მქონე პროცესორებს, რაც თავისთავად ტრანზისტორების უზარმაზარ რაოდენობას ნიშნავს: Colossus MK2-ის შემთხვევაში მათი რიცხვი 59.4 მილიარდია. ამიტომ, ახალი, უფრო თხელი და ეკონომიური ტექნოპროცესების ათვისება ამ ტიპის მიკროჩიპებისთვის გადამწყვეტი ამოცანაა. Graphcore Colossus MK2-ის არქიტექტურა ამჟამად TSMC ემზადება ახალი „სარისკო“ 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებისთვის, თანაც ტექნოლოგიის დანერგვის სიჩქარე ისეთია, რომ ხსენებული ტექნოპროცესით შექმნილი პროდუქტები 2021 წელს უნდა გამოვიდეს, მასობრივი წარმოება კი დაიწყება 2022 წლის მეორე ნახევარში. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე იქნება Graphcore-ის IPU-ს ახალი ვარიანტი, ამჟამად ცნობილი, როგორც N3. როგორც ჩანს, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას ბრიტანული კომპანია არ აპირებს. კომპანიის გეგმებში აშკარადაა მითითებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენება. ამჟამად Colossus MK2 ჩიპები იწარმოება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (TSMC N7). ისინი მოიცავენ 1472 Tile-ს და შეუძლიათ ერთდროულად 8832 ნაკადის დამუშავება. ტრენინგის რეჟიმში ნეიროქსელები FP16 გამოთვლის გამოყენებით უზრუნველყოფენ 250 Tflops-ს, თუმცა არსებობს უფრო მოსახერხებელი გადაწყვეტილება 1 Pflops სიმძლავრით - ეს გახლავთ Graphcore-ის სპეციალური 1U-სერვერი, რომელშიც ოთხი IPU წარმოდგენილია 450 გბ მეხსიერებით. ხელმისაწვდომია ასევე PCI Express გაფართოების დაფები IPU ჩიპებით. Graphcore-ის საქმე კარგად მიდის, მისი ტექნოლოგიები მოთხოვნადი აღმოჩნდა ისეთ ინვესტორებს შორის, როგორებიცაა Microsoft, BMW, DeepMind და სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც მანქანური სწავლების კომპლექსებს ნერგავენ. 3-ნანომეტრიანი ჩიპის შემუშავება კიდევ უფრო გაამყარებს ამ მწარმოებლის პოზიციებს. უფრო თხელი ტექნოპროცესები მნიშვნელოვანდ გაზრის წარმოების ფასს, თუმცა Graphcore-ს ფინანსური რეზერვები გააჩნია. ამასთან, გამორიცხული არ არის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ვარიანტებიც, რომელშიც წარმოების ნაწილს დაიკავებს TSMC. https://bit.ly/3gAACwe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.