Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სტუდია CD Projekt RED-მა დააანონსა The Witcher-ის ახალი სერია. The Witcher: Monster Slayer -  ეს გახლავთ შერეული რეალობის ფორმატის თამაში ოპერაციულ სისტემა iOS და Android-ზე მომუშავე მობილური მოწყობილობებისთვის. ხსენებული თამაშ გეიმერებს ფანტასტიკურ მონსტრებზე ნადირობის შესაძლებლობას მისცემს. თამაშ მოგვაგონებს Pokemon Go-ს მსგავს პროექტებს, თუმცა Monster Slayer საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება და უჩვეულო და სახალისო ცხოველების ნაცვლად გეიმერებს ბოროტი და საშიში მონსტრები ელოდებიან. 

Monster Slayer-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებებს. გეიმერბი გამოიკვლევენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს, შეისწავლიან და შეებრძოლებიან სხვადასხვა მონსტრს - როგორც ახლებს, ისევე „The Witcher“-სერიებიდან უკვე ცნობილებს. 

მონსტრებზე გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა მახასიათებლების შესწავლა, დე-ღამის შესაბამისი პერიოდის გამოყენება და ამინდის პირობების გათვალისწინება. წინასწარი მომზადება გადამწყვეტია მონსტრებზე გასამარჯვებლად, საჭირო იქნება მასალების დამზადება მცენარეებისა და ზეთებისგან, ნაღმებისა და მონსტრების სატყუარების შექმნა, აგრეთვე საჭიროა პერსონაჟის შესაძლებლობების გაუმჯობესება მანამ, სანამ ახალი მონსტრის გამოწვევის წინაშე დადგებით. 

თამაშის ავტორებმა არც გრძნეულის ნიშნები დაივიწყეს - საბრძოლო მაგია ხელმისაწვდომი იქნება შერეულ რეალობაში. მონსტრებთან ბრძოლი პარალელურად თამაშში წარმოდგენილია სხვა სერიებით შთაგონებული სიუჟეტური დავალებებიც. 

თამაშის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია. სტუდიამ გამოაქვეყნა The Witcher: Monster Slayer-ის თრეილერი და გეიმერებს მოუწოდებს გამოიწერონ სიახლე, რათა პროექტის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. 

ვიდეო: The Witcher: Monster Slayer — Announcement Trailer à https://bit.ly/3lltdo3 

  • Power_VANO changed the title to The Witcher 4
Posted

CD Projekt Red ადასტურებს, რომ The Witcher 4 კონსოლებზე გამოვა, თუმცა PC გეიმერებსსაუკეთესო გამოცდილებასჰპირდება 

CD Projekt Red-ის ღია სამყაროს მოქმედებით RPG The Witcher 4-ის ტექნიკური დემო პრეზენტაცია, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართა, სტუდიის „ამბიციებს“ ასახავდა, თუმცა გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: CD Projekt Red 

შეგახსენებთ, რომ დემო ვერსია 60 კადრი/წმ სიჩქარით მუშაობდა PS5-ის ძირითად ვერსიაზე რეითრეისინგით, თუმცა ეს მხოლოდ The Witcher 4-ის ტექნოლოგიის პირველი მიმოხილვა იყო და არა თავად თამაშის. ამავდროულად, სტუდია კონსოლებზეც სწორედ ასეთი წარმადობის მიღწევას ისახავს მიზნად. 

Digital Foundry-სთან (YouTube, VK) ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში CD Projekt Red-ის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აპირებენ The Witcher 4-ის კონსოლის ვერსიებისთვის 60 კადრი/წმ წარმადობის მიღწევას, თუმცა აღნიშნეს ამოცანის სირთულე Xbox Series S-ის შემთხვევაში. 

„ვისურვებდი მეთქვა, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ასე არ არის. <...> Xbox Series S-ზე 60 კადრი/წმ-ის მიღწევა უკიდურესად რთული იქნება“, - აცხადებს CDPR-ის ტექნიკური განვითარების ვიცე-პრეზიდენტი Charles Tremblay. 

image.jpeg 

მისი თქმით The Witcher 3: Wild Hunt-ის და განსაკუთრებით Cyberpunk 2077-ის კონსოლისთვსი განკუთვნილი ვერსიების გამოშვებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ CD Projekt Red-მა გადაწყვიტა, The Witcher 4-ის შემუშავებისას ძირითადად კონსოლებზე გაემახვილებინა ყურადღება. ამავდროულად, CD Projekt Red არ ივიწყებს PC გეიმერებს: „კომპანიამ მოღვაწეობა PC ბაზარზე დაიწყო და ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ PC მოთამაშეებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. თუმცა, რას ნიშნავს ეს The Witcher 4-ისთვის, ჯერ სათქმელად ადრეა“. Witcher 4 2027 წლამდე არ გამოვა. გასულ შემოდგომაზე თამაში აქტიურ წარმოებაში შევიდა. კომპანია პირობას დებს, რომ გამოშვებისას უზრუნველყოფ Nvidia RTX-ის უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერას. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.