Magdalena Posted August 25, 2020 Posted August 25, 2020 კომპანია HP-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი War X: ლეპტოპი წარმოდგენილია 13, 14 და 15-დუიმიანი დისპლეებით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს AMD-ის აპარატული პლატფორმა. კერძოდ, მომხმარებლები შეძლებენ არჩევანი გააკეთონ Ryzen 7 Pro 4750U და Ryzen 5 Pro 4650U მოდიფიკაციებს შორის. პირველ მათგანს აქვს რვა ბირთვი 1.7-4.1 გჰც სიხშირით, მეორეს - ექვსი ბირთვი 2.1-4.0 გჰც სიხშირით. ორივე შემთხვევაში მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ, SSD-ის მოცულობა - 512 გბ-ს. მოცემულია პორტები USB Type-A, USB Type-C, HDMI და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. საბაზისო კონფიგურაციაში გათვალისწინებულია Full HD კრანი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი, უფროს მოდიფიკაციაში კი მოცემულია 4K პანელი 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებით. სიკაშკაშე აღწევს 400 კდ/მ2-ს, ხელმისაწვდომია 100%-იანი sRGB ფერთა გამა. სტანდარტული კომპლექტაციის ფასია 720-დან 765 აშშ დოლარი დისპლეის ზომის მიხედვით. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. https://bit.ly/3hpc0Yq Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.