Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lucid Motors-მა Lucid Air-ის ანონსამდე, რომელიც 9 სექტემბრისთვისაა დანიშნული, განაცხადა, რომ ელექტრო სედანი ფლობს „ყველაზე სწრაფ დამუხტვას, რაც კი ოდესმე ყოფილა წარმოდგენილი ელექტრომობილებში“. კომპანია ამტკიცებს, რომ Air-ს შეუძლია დამუხტვის თითო წუთში ბატარეას დაუმატოს 20 მილამდე (32 კმ) გავლის მარაგი, რაც 300 მილს (482 კმ) შეადგენს დაახლოებით 20-წუთიანი დამუხტვის შემთხვევაში. 

image.jpeg 

ამგვარი მაჩვენებლები შესაძლებელი გახდა 900-ოლტიანი დამტენი მოწყობილობის გამოყენებით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 300 კვტ-ზე მეტია. შედარებისთვის, დამტენ სადგურ Tesla V3 Supercharger-ის მაქსიმალური სიმძლავრეა 250 კვტ, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 15 მილი (24 კმ) გავლის მარაგს ერთწუთიანი დამუხტვისას. 

Lucid აერთიანებს Volkswagen-ის შვილობილი კომპანია Electrify America-ს ძალისხმევას, რათა ააგოს ამგვარი სწრაფი დამუხტვის მოწყობილობების ქსელი. მათ აქვთ დამუხტვის კომბინირებული სტანდარტის სისტემა (Combined Charging System, CCS) და განთავსდებიან Electrify America-ს საზოგადოებრივ დამტენ სადგურებზე. ამგვარი დამტენების რაოდენობა და განავსების ვადა ჯერჯერობით უცნობია. 

კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ Lucid Air შეძლებს შეივსოს აკუმულატორის მარაგი და მიაწოდოს ენერგია სხვა ობიექტებს (Vehicle-to-Everything, V2X), რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის დაემატოს ელექტროენერგიის Vehicle-to-Grid (V2G) ქსელში მიწოდების ფუნქცია და სხვა ელექტრომობილის დამუხტვის შესაძლებლობა - Vehicle-to-Vehicle (V2V). 

გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ Lucid Air-ს შეუძლია დამუხტვის გარეშე გაიაროს 517 მილი (832 კმ) აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მეთოდიკის მიხედვით (U.S. EPA). ეს გახლავთ 28%-ით მეტი, ვიდრე ბაზარზე არსებულ ყველაზე „შორსმავალ“ ელექტრომობილი Tesla Model S Long Range Plus-ის მაჩვენებელი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.