Magdalena Posted August 21, 2020 Posted August 21, 2020 კრიპტოსავალუტო ბირჟა Coinbase-მა დაასახელა ოთხი საკვანძო ტექნიკური მახასიათებელი ERC-20 სტანდარტის ტოკენების ლისტინგისთვის. Coinbase-ზე ლისტინგისთვის აუცილებელია აქტივები შეესაბამებოდეს ოთხ ძირითად კრიტერიუმს: ვერიფიცირებული კოდი, ინდუსტრიულ სტანდარტებთან შესაბამისი ბიბლიოთეკები, შეზღუდვა პრივილეგირებული მონაწილეებისთვის და მარტივი მოდულური დიზაინი. Coinbase-ისთვის განსაკუთრებით მიშვნელოვანი ფაქტორია ვერიფიცირებული კოდი. შეტყობინებებში დეველოპერებებს მოუწოდებენ ჩამოტვირთონ იგი ისეთი შემოწმებული პლატფორმებიდან, როგორიცაა Etherscan. ბირჟა აგრეთვე ითვალისწინებს ჩატარებულ აუდიტებს, ვრცელ დოკუმენტაციებს, კოდის შესაბამისობას Solidity-ს ბოლო ვერსიასა და სისუსტეების ძებნის ინსტრუმენტების არსებობას. შეგახსენებთ, ივლისში Coinbase-ის საცალო და ინსტიტუციონალური მომხმარებლების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. https://bit.ly/3aAqYs3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.