Magdalena Posted August 20, 2020 Posted August 20, 2020 ათიდან შვიდი კრიპტო-ინვესტორი მზადაა არ მოიშოროს Bitcoin-ი მისი ფასის ნულამდე ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი. ამას მოწმობს Stock-to-Flow მოდელის ავტორის, PlanB-ს ანალიტიკოსის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 635-მა მომხმარებელმა. კითხვაზე - „რა ფასზე იტყვით უარს Bitcoin-ზე, თუკი იგი მკვეთრად არ მოიმატებს უახლოეს რამდენიმე წელში?“ - რესპონდენტების 5.8 %-მა განაცხადა, რომ მზადაა კრიპტოვალუტა მოიშოროს მისი ფასის 1000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში. დაახლოებით ამდენივე მზადაა უარი თქვას 1000-3000 აშშ დოლარის დიაპაზონში ყოფნისას. გამოკითხულთა 16.2 % მზადაა Bitcoin-ი გაყიდოს 6 ათას აშშ დოლარის დონეზე. გამოკითხვის მონაწილეთა დანარჩენმა 72-მა პროცენტმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს იმ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებენ, თუკი მისი ფასი ნულს მიუახლოვდება. დაახლოებით ამდენივე „თავდაჯერებული hodl-ერი“ (57.5%) აღმოჩნდა პირველი კრიტიკოსის, პიტერ შიფის ივლისის გამოკითხვაში, რომელში მონაწილეობა 28 ათასმა ადამიანმა მიიღო. https://bit.ly/3g8JGYW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.