Jump to content

Recommended Posts

Posted

5 აგვისტოს ვირტუალურ პრეზენტაცია Galaxy Unpacked 2020-ზე შედგა Samsung-ის ახალი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის ფორმალური ანონსი - ეს იყო მოწყობილობა Galaxy Z Fold 2. ამჯერად კი ინტერნეტ-წყაროები გვიზიარებენ მისი გაყიდვის დაწყების ვადას. 

image.jpeg 

ახალ სმარტფონს აქვს ორი Infinity-O დისპლეი პრაქტიკულად უხილავი ჩარჩოებით - გარე ეკრანის ომაა 6.2 დუიმი, შიდა ეკრანისა - 7.6 დუიმი. ეს უკანასკნელი გახლავთ დრეკადი და შესაძლებელია მისი შუაში დაკეცვა. 

ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლა უდევს პროცესორი Snapdragon 865 Plus. მოცემულია მოდემი X55 5G, რომელიც პასუხისმგებელია მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერაზე. უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა. ხელმისაწვდომია სიმეტრიული USB Type-C პორტი. 

image.jpeg 

IT-ბლოგ @evleaks-ის ავტორმა Evan Blass-მა განაცხადა, რომ Galaxy Z Fold 2-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 2 სექტემბრიდან დაიწყება, მოწყობილობის ფაქტობრივი გაყიდვა კი მოგვიანებით - თვის 18 რიცხვიდან. 

სმარტფონის ფასის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი ღირებულება დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.