Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია ZTE-მ ისარგებლა სოციალურ ქსელ Weibo-თი, რათა განცხადებინა, რომ ახალი სმარტფონის, ZTE Axon 20 5G-ს წარდგენა ოფიციალურად შედგება 1 სექტემბერს. მისი მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი ის არის, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი მოწყობილობა, რომლის ფრონტალური კამერა განთავსებულია უშუალოდ დისპლეის ქვეშ. 

image.jpeg 

გასულ კვირაში ZTE-ს მობილური მოწყობილობების ქვეგანყოფილების პრეზიდენტმა Ni Fei-მ განაცხადა, რომ ჩინური კომპანია იქნება მსოფლიოში პირველი ბრენდი, რომელიც დააანონსებს სმარტფონს დისპლეის ქვეშ არსებული ფრონტალური კამერით. გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ფიგურირებდა სახელწოდება ZTE A20 5G, რომელიც, როგორც ნავარაუდევი იყო, ეკუთვნის ეკრანის ქვეშ მქონე სმარტფონს. 

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის სერტიფიცირების ცენტრის ( TENAA ) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ცნობილი გახდა, რომ ZTE-ს ახალი სმარტფონის კოდური სახელწოდებაა A2121. შეგახსენებთ, Axon-სერიის წინა სმარტფონის კოდური დასახელება იყო A2020 Pro, ბაზარზე კი გამოვიდა სახელით - ZTE Axon 10 Pro 5G. ამჯერად ჩნურმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში პირველი სმარტფონი ეკრანის ქვეშ კამერით გამოვა 1 სექტემბერს. 

რაც შეეხება ZTE Axon 20 5G-ს მახასიათებლებს, TENAA-ს მონაცემებით, მოწყობილობას აქვს 6.92-დუიმიანი OLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით (2460 × 1080 პიქსელი). დისპლეიზე არ არის მოცემული არანაირი ჭრილი. 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა განთავსებუია დისპლეის ქვეშ. მიიჩნევა, რომ ამგვარი კონსტრუქციის კამერის მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობს ჩინური კომპანია Visionox-ის ტექნოლოგია. რაც შეეხება ძირითად კამერას, იგი წარმოდგენილია 64, 8, 2, 2-მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

მოწყობილობის აპარატული საფუძველია რვაბირთვიანი ჩიპი, რომელიც მუშაობს 2.4 გჰც-მდე სიხშირეზე (სავარაუდოდ, ეს იქნება Qualcomm Snapdragon 765G). მეხუთე თაობის ქსელში მუშაობას უზრუნველყოფს ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X52 5G. მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ 6, 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსირების მქონე მოდელები, შიდა მეხსიერების მოცულობა კი გახლავთ 64, 128 ან 256 გბ. ავტონომიურ მუშაობს უზრუნველყოფს 4120 მა/სთ მოცულობის ბატარეა, პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Android 10. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.