Magdalena Posted August 12, 2020 Posted August 12, 2020 სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა ახალი ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც ფოკუსირდება კომპანიის საანგარიშსწორებო ინიციატივებზე. ახალ გუნდს უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტა Libra-ს თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი - წერს Bloomberg. ქვეგანყოფილების დასახელებაა Facebook Financial (F2 კომპანიის შიგნით). მისი პასუხისმგებლობის სივრცეში იქნება საგადახდო პროექტები, მათ შორის სერვისი Facebook Pay - სოციალური ქსელი მის ჩასმას თავის ყველა აპლიკაციაში აპირებს. Facebook ელის, რომ საგადახდო გადაწყვეტილების ინტეგრაცია Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში გაზრდის რეკლამის ღირებულებას, მომხმარებლები კი მეტ დროს გაატარებენ თავად აპლიკაციაში. დევიდ მარკუსი გააგრძელებს საანგარიშსწორებო გადაწყვეტილება Novi-ს მართვას, რომელიც საფუძვლად უდევს Libra-ს ეკოსისტემას. საფულე Calibra-ს რებრენდინგი კომპანიამ განახორციელა 2020 წლის მაისში. Novi გახდება ავტონომიური აპლიკაცია და ინტეგრირდება WhatsApp-სა და Messenger-ში. როგორც კომპანია ამტკიცებს, Novi-ს წყალობით მომხმარებლებს მიეცემათ თანხის მომენტალურად და დაფარული საკომისიოების გარეშე გადაცემის შესაძლებლობა. https://bit.ly/2PGOPfR 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.