Jump to content

Recommended Posts

Posted

Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი, ამჟამად კი ოფიციალური არხებით ვრცელდება, რომ კომპანიამ გამოაცხადა უკუათვ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. 

image.jpeg 

წყარო: Twitter, NVIDIA GeForce 

NVIDIA GeForce-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ანიმაცია, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს სამყაროს შექმნას დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, მის ზემოთ კი განთავსდა ბანერი უკუათვლით: „21 დღე და 21 წელი. თუკი კომპანიის ისტორიას გავიხსენებთ, 21 წლის წინ მან წარადგინა ვიდეო დაფა GeForce 256. ეს მოხდა 1999 წლის 31 აგვისტოს, ასე რომ ბანერზე არსებული შეტყობინება შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. შესაძლოა, კომპანიას სურს GeForce 256 დაფის ანონსის 21-წლიანი იუბილე რაიმე ახალი პროდუქტის დებიუტს მიუძღვნას. 

როგორც ბოლო წლებისთვისაა დამახასიათებელი, სოციალურ ქსელებში დაიწყება მასშტაბური კამპანია, რომელიც მომავალი მოვლენისადმი ინტერესს გააღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტოსთვის ჩანიშნული იყოს ანონსების მხოლოდ პირველი სერია, თავად ვიდეო დაფები და მათი მიმოხილვა კი მოგვიანებით გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს ოფიციალური ცნობები, რომლებიც მალე NVIDIA-ს ახალი ვიდეო-დაფების სერიის გამოსვლის იმედს იძლევა. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.