Magdalena Posted August 10, 2020 Posted August 10, 2020 ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოაქვეყნა ციფრული აქტივების „მწვანე სია“, რომლებთანაც ლიცენზირებული კომპანიები შეძლებენ დამატებითი ნებართვების გარეშე მუშაობას. მოცემულ სიაში აქტივები იყოფა ორ კატეგორიად: შენახვისთვის ნებადართული და ლისტინგისთვის ნებადართული. პირველ კატეგორიას მარეგულირებელმა მიაკუთვნა Bitcoin-ი, Ethereum, Litecoin, Ripple, Bitcoin Cash, Ethereum Classic, Binance USD, Gemini Dollar, Pax Gold და Paxos Standard. მეორეში მოხვდნენ იგივე აქტივები Ethereum Classic-ისა და Ripple-ს გამოკლებით. ნებისმიერ ლიცენზირებულ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს მწვანე სიაში შემავალი მონეტები „ნებადართული მიზნებისთვის“, თუმცა წინასწარ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს NYDFS - ხაზი გაუსვა რეგულატორმა. შეგახსენებთ, ივნისში NYDFS-მა გადაწყვიტა შეემსუბუქებინა კრიპტოსავალუტო კომპანიების ლიცენზირების წესები. https://bit.ly/3fFefoX Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.