Jump to content

Recommended Posts

Posted

ენთუზიასტმა NODE-მა წარადგინა საინტერესო პორტატული მოწყობილობის პროექტი - ჯიბის კომპიუტერი Zero Terminal 3, რომელიც აგებულია Raspberry Pi Zero-ს აპარატულ პლატფორმაზე. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ მინიატურულ Raspberry Pi Zero მოდულს აქვს Broadcom BCM2835 პროცესორი ARM11 ბირთვით, რომლის სიხშირეა 1 გჰც, ასევე აქვს 512 მბ ოპერატიული მეხსიერება. ხელმისაწვდომია ორი პორტი Micro-USB და ერთი Mini-HDMI ინტერფეისი. 

image.jpeg 

მინი-კომპიუტერ Zero Terminal 3-ის შემადგენლობაში მოდული Raspberry Pi Zero ფუნქციონირებს სენსორულ 5.5-დუიმიან დისპლეისთან ტანდემში, ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). გარეგნულად მოწყობილობა მოგვაგონებს მონობლოკის ტიპის დიდ სმარტფონს. 

image.jpeg 

ჯიბის კომპიტერის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია სრული ზომის USB 2.0 Type-A პორტი, დამუხტვისთვის განკუთვნილი Micro-USB კონექტორი, microSD ფლეშ-ბარათის სლოტი, სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და სამი პროგრამირებადი ღილაკი. მოცემულია მცირე ზომის ინტეგრირებული დინამიკი. კვებას უზრუნველყოფს 1200 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობასთან შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარის დაკავშირება, ესენი შეიძლება იყოს QWERTY-კლავიატურა, გეიმინგ-კონტროლერი ან მზის პანელი.  

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.