Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი. 

image.jpeg 

უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - Adreno 650. უნდა აღინინოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით. 

მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი - გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus. 

image.jpeg 

რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე: 

  • Huawei HiSilicon Kirin 990 5G; 

  • Qualcomm Snapdragon 855; 

  • Huawei HiSilicon Kirin 990; 

  • MediaTek Dimensity 1000L; 

  • Huawei HiSilicon Kirin 980; 

  • Huawei HiSilicon Kirin 985 5G; 

  • MediaTek Dimensity 820. 

ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.