Magdalena Posted August 10, 2020 Posted August 10, 2020 გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი. უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - Adreno 650. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით. მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი - გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus. რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე: Huawei HiSilicon Kirin 990 5G; Qualcomm Snapdragon 855; Huawei HiSilicon Kirin 990; MediaTek Dimensity 1000L; Huawei HiSilicon Kirin 980; Huawei HiSilicon Kirin 985 5G; MediaTek Dimensity 820. ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს. https://bit.ly/3a8yfiu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.