X-treme user Posted March 22, 2011 Posted March 22, 2011 ამ პარასკევს, ASUS-ი გეგმავს ახალ, ულტრა-პორტატულ კომპიუტერულ მოწყობილობა Eee Pad Transformer (EP101)-ის გამოშვებას. ეს არის 10.1-დუიმიანი tablet-ი, რომელსაც ქვედა მხრიდან უმაგრდება კლავიატურა და ტრეკპადი, რის შემდეგადაც, ის ნეტბუქი ხდება. მისი ყველაზე დიდი თავისებურებაა NVIDIA Tegra 2 პროცესორი, რომლის საშუალებითაც, ის ღებულობს სისწრაფეს და მის ინტერფეისსაც, ვიზუალურად ემატება ინტენსივობის დონე, გარდა ამისა, Google Android Honeycomb ოპერაციული სისტემა, რომელიც ოპტიმიზირებულია ისეთ ფართო თაჩ-დივაისებისათვის, როგორიცაა tablet-ი. ასევე, ნაწარმი აღჭურვილია 1 გბ LPDDR2 მეხსიერებით, 16/32/64 გბ eMMC სათავსით, შეხებაზე რეაგირებადი IPS დისპლეით 1280 x 800 გაფართოებით, 1.2-იანი წინა და 5 მპ-იანი უკანა კამერებით. ასევე, Tegra 2 გრაფიკა, რომელსაც შეუძლია 1080p ვიდეოს დაკვრა და კავშირის უამრავი საშუალება, მათ შორის WiFi b/g/n-ის, Bluetooth 2.1 EDR-ის, 3G-ის (ოპციონალური). მომხმარებლის ინტერფეისში აგრეთვე შედის კომპასი, gyro, GPS, სინათლის და g-სენსორი. Eee Pad Transformer-ის მოსალოდნელი ფასი ტაივანში იქნება დაახლოებით 663$. 4 Quote
lomsa Posted March 22, 2011 Posted March 22, 2011 საღოლ! ეგ აქვთ უსა2 ში ზუსტად ეს არა მარა სენსორული EE პც ა Quote
f-22raptor Posted March 23, 2011 Posted March 23, 2011 კარგი რამეა ! ფასიც ნორმალურია ! :thumbsup: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.