Magdalena Posted August 8, 2020 Posted August 8, 2020 გასულ კვირაში Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე Bitcoin-ფიუჩერსების დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ ინსტიტუციონალურ პლატფორმა Bakkt-ზე ახალი, 132 მლნ აშშ დოლარიანი მაქსიმუმი დააფიქსირა, რაც თითქმის 200 %-ით მეტია წინა რეკორდზე (42 მლნ აშშ დოლარი) - აღნიშნავენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. 120 მლნ აშშ დოლარიან ნიშნულს დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ კვირაში ორჯერ გადააჭარბა, ორშაბათსა და სამშაბათს, როდესაც პირველმა კრიპტოვალუტამ გაარღვია 10-ათასიანი და 11-ათას აშშ დოლარიანი დონეები. ჯამში, გასულ კვირაში BTC-ფიუჩერსების ღია პოზიციების მოცულობა პლატფორმაზე 24 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, შესაბამისად - დაახლოებით 550 %-ით - 16 ივლისის მინიმუმთან შედარებით. Arcane Research-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები მოწმობს Bitcoin-ის მიმართ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდაზე. ამ ფაქტს ადასტურებს BTC-ფიუჩერსებში ღია პოზიციების მოცულობა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზეც, რომელმაც 850 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, ადრე Bakkt-მა და მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო-ბანკმა - Galaxy Digital-მა დააანონსეს ახალი სავაჭრო და კასტოდიალური გადაწყვეტილების ამოქმედება ინსტიტუციონალებისთვის. https://bit.ly/2DFV9Bu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.