Magdalena Posted August 5, 2020 Posted August 5, 2020 10-ნანომეტრიანი Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და, შესაბამისად, სულ უფრო მეტი რამ ხდება მათ შესახებ ცნობილი. ამჯერად ცნობილი გახდა ახალი თაობის ფლაგმანის, Core i7-1165G7-ის ტესტირების შედეგები PassMark ბენჩმარკზე. ასევე მოხდა ამ შედეგების შედარება ფლაგმანური AMD Ryzen 7 4800U მოდელის მაჩვენებლებთან. Core i7-1165G7 პროცესორს, არაოფიციალური ცნობებით, აქვს ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირე 2.8 გჰც-ის ტოლია, მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი აღწევს 4.7 გჰც-ს. თავის მხრივ, AMD Ryzen 7 4800U მოდელს აქვს ორჯერ მეტი ბირთვი და ნაკადი (8/16), თუმცა მუშაობს უფრო დაბალ სიხშირეებზე - 1.8/4.2 გჰც. TDP-ის დონე ორივე პროცესორის შემთხვევაში 15 ვატია. ერთბირთვიან ტესტში Core i7-1165G7 მოდელის მაჩვენებელია 3273 ქულა, Ryzen 7 4800U პროცესორის საშუალო შედეგი კი 2631 ქულაა. 24 %-ით მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია პირველ რიგში უფრო მაღალი ტაქტის სიხშირით, აგრეთვე შესაძლოა თავად Willow Cove არქიტექტურის უკეთესი წარმადობით. PassMark-ის თანახმად, წარმადობის საერთო შეფასებით, რომელიც მრავალბირთვიან ტესტებსაც მოიცავს, AMD-ის პროცესორი წინ არის. Ryzen 7 4800U პროცესორის შედეგია 17 552 ქულა, Core i7-1165G7 მოდელისა კი - 13 372 ქულა. განსხვავება 31.3 %-ს შეადგენს. დასასრულს დავამატებთ, რომ Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლის ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია. Intel-მა დიდი ვირტუალური ღონისძიება დაგეგმა 2 სექტემბრისთვის, რომელზეც დიდი ალბათობით შედგება კიდეც ახალი პროცესორების წარდგენა. https://bit.ly/3fphVL5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.