Magdalena Posted July 14, 2020 Posted July 14, 2020 შვეიცარიული რეგულირებადი კრიპტო-ბანკ SEBA-ს ანალიტიკოსებმა წარადგინეს Bitcoin-ის სამართლიანი ფასის ახალი მოდელი. მათი შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა უნდა ღირდეს 10670 აშშ დოლარი. მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი ეფუძნება ოთხ კომპონენტს, ესენია: ქსელი, უცვლელობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ვალუტის ტიპი. პირველი ორი პარამეტრი ახასიათებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ან მოთხოვნას უსაფრთხო საცავზე. ბოლო ორი - კრიპტოვალუტის შეთავაზებას. ანალიტიკოსების აზრით, ფასეულობა გააჩნია მხოლოდ საიმედო ბლოკჩეინისა და კარგად შემუშავებული ვალუტის კომბინაციას, რომელიც შეფუთულია შესაბამისი წესების დაცვით (ტოკენომიკა). მოცემულ ფორმულაში P(t) არის კრიპტოვალუტის ფასი დოლარში, C(t) - ბრუნვაში არსებული კრიპტოვალუტების რაოდენობა, P(t)C(t) კი - საბაზრო კაპიტალიზაცია. პირველი არგუმენტია ქსელის ფასეულობა. U(t) არის მომხმარებლების რიცხვი, n - ქსელის პარამეტრი, რომელიც აფიქსირებს მომხმარებლებთან დაკავშირებულ დადებით გარე ეფექტებს. მეორე არგუმეტია უცვლელობის ფასეულობა, რომლითაც იზომება ბლოკჩეინის უსაფრთხოება. H (d,t) - ეს არის ქსელის კალიბრირებული ჰეშრეითი, i კი - უცვლადობის პარამეტრი. რაც უფრო მაღალია i, მით უფრო მნიშვნელოვანია უცვლადობა, როგორც მახასიათებელი და უფრო მაღალია მასთან დაკავშირებული მნიშვნელობა. H(d,t) ქსელის მუშაობის ღირებულების პროპორციულია. მიუხედავად იმისა, გამოიყენება Proof-of-Work თუ Proof-of-Stake, H წარმოდგენას იძლევა ინვესტიციის ჯამურ რისკზე სისტემის უაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამრიგად, ეს პარამეტრი არის გარიგებისა და გამოთვლების დასრულების ინდიკატორი. მესამე არგუმენტი აღწერს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. C(t)/C არის ინდექსი, რომელიც ზომავს შეთავაზების წილს C(t) თავისუფალ მიმოქცევაში მყოფ ყველა ემისიასთან მიმართებაში, s კი წარმოდგენს დეფიციტის პარამეტრს. მეოთხე არგუმენტი აღწერს ვალუტის ტიპს. C(t)/T(t) თანაფარდობა ზომავს გარიგების T (t) თანაფარდობას მიმდინარე შეთავაზების C (t) თანაფარდობაზე, g კი არის „გრეშემის კანონის“ პარამეტრი (სრულფასოვანი ფულის შევიწროება გაუფასურებულით). ეს ურთიერთმიმართება ასახავს კრიპტოვალუტა უფრო მეტად გაცვლის საშუალებაა თუ დაგროვების. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო მეტი არგუმენტი იქნება Bitcoin-ის, როგორც გაცვლის საშუალების აღქმის სასარგებლოდ, რაც უფრო მაღალი იქნება - პირიქით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია Bitcoin-ის კურსისა და მისი სამართლიანი ფასის ცვლილების დინამიკა ზემოთ აღწერილი მოდელის საფუძველზე. Seba-ს ბოლო შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა ამჟამად 10670 აშშ დოლარი უნდა ღირდეს. მაისის შეფასებასთან შედარებით მაჩვენებელი შემცირდა, რაც გამოწვეულია ჰალვინგის შედეგად სირთულის დონის შემცირებით. წყარო: SEBA Bitcoin-ის პერსპექტივასთან დაკავშირებით ამდენად ოპტიმისტური მოსაზრება არ აქვთ პორტალ ByteTree-ს ანალიტიკოსებს. ონჩეინ-მეტრიკის ბაზაზე ისინი BTC-ის „სამართლიან“ ფასად ასახელებენ 7135 აშშ დოლარს. შეგახსენებთ, Bitcoin-ის ცვალებადობის ათდღიანი მაჩვენებელი დაეცა 2018 წლის ნოემბრის დონემდე, რომელიც წინ უძღოდა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას 3100 აშშ დოლარიან ნიშნულამდე. https://bit.ly/2Oes02s Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.